"ქ. ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 23 ოქტომბრის №3/469 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"ქ. ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 23 ოქტომბრის №3/469 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3/49
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 16/03/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110316003, 17/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.054.016010
  • Word
3/49
16/03/2011
ვებგვერდი, 110316003, 17/03/2011
040030000.22.054.016010
"ქ. ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 23 ოქტომბრის №3/469 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება №3/49

2011 წლის 16 მარტი

ქ. თბილისი

 „ ქ. ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 23 ოქტომბრის N3/469 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. „ ქ. ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 23 ოქტომბრის 3/469 (სსმ III, 30.10.2006 №147, მუხ. 2054) ბრძანებაში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:

 1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის სახელმწიფო თეატრისა და მუსიკალური დარბაზის“ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ;

 2. ბრძანების პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. ქ. ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ბაზაზე დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის სახელმწიფო თეატრი და მუსიკალური დარბაზი;

 2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის სახელმწიფო თეატრისა და მუსიკალური დარბაზის“ დებულება.“;

 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ქ. ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის“ დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის სახელმწიფო თეატრისა და მუსიკალური დარბაზის“ დებულება.“ ;

 4. დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის სახელმწიფო თეატრი და მუსიკალური დარბაზი“ (შემდგომში - „თეატრი“ ) შექმნილია და ფუნქციონირებს ქ. ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ბაზაზე და არის მისი უფლებამონაცვლე.“ ;

 5. დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა) უძრავი ქონების შეძენა, თეატრის საკურებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;“

 6. დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. თეატრი მისთვის გადაცემულ სახელმწიფო ქონებას განკარგავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“ .

 მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყვებისთანავე.

ნ. რურუა