ყოფილ სახელმწიფო-კომერციულ ბანკებში მოსახლეობის ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების ინდექსაციის და მათი დაფარვის პროცესის ორგანიზებულად წარმართვისათვის შექმნილი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ

  • Word
ყოფილ სახელმწიფო-კომერციულ ბანკებში მოსახლეობის ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების ინდექსაციის და მათი დაფარვის პროცესის ორგანიზებულად წარმართვისათვის შექმნილი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 258
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 22/04/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 8, 30/04/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 26/08/2005
სარეგისტრაციო კოდი 010220020.05.002.000001
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
258
22/04/1998
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 8, 30/04/1998
010220020.05.002.000001
ყოფილ სახელმწიფო-კომერციულ ბანკებში მოსახლეობის ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების ინდექსაციის და მათი დაფარვის პროცესის ორგანიზებულად წარმართვისათვის შექმნილი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/04/1998 - 13/01/1999)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №258

1998 წლის 22 აპრილი

ქ. თბილისი

ყოფილ სახელმწიფო-კომერციულ ბანკებში მოსახლეობის ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების ინდექსაციის და მათი დაფარვის პროცესის ორგანიზებულად წარმართვისათვის შექმნილი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ

 "მოსახლეობის ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების ინდექსაციის მექანიზმისა და მისი განხორციელების ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის №716 ბრძანებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით:

1. შეიქმნას ყოფილ სახელმწიფო-კომერციულ ბანკებში მოსახლეობის ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების ინდექსაციის და მათი დაფარვის პროცესის ორგანიზებულად წარმართვისათვის სახელმწიფო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

მიხეილ ჭკუასელი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

დავით აბაშიძე – საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე

პეტრე ბაქრაძე – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ეკონომიკური სამსახურის უფროსი

თენგიზ გაზდელიანი – საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების მინისტრი

ავთანდილ გორგილაძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე

ზურაბ ერქვანია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე

ვალერი ვაშაკიძე – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი

მერაბ კაკულია – საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

ილია კალანდაძე – საქართველოს პარლამენტის ფულადსაკრედიტო პოლიტიკის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე

ტარიელ კულულაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე

ჯიმი მიქელაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე

ვლადიმერ პაპავა – საქართველოს ეკონომიკის მინისტრი

ვლადიმერ პატეიშვილი – სააქციო საზოგადოება "საქართველოს ბანკის პრეზიდენტი

ზაზა შენგელია – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

ივანე ჩხარტიშვილი – სააქციო საზოგადოება "გაერთიანებული ქართული ბანკის"სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

2. დამტკიცდეს ყოფილ სახელმწიფო-კომერციულ ბანკებში მოქალაქეთა ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების ინდექსაციის და მათი დაფარვის პროცესის ორგანიზებულად წარმართვისათვის შექმნილი სახელმწიფო კომისიის თანდართული დებულება.

3. დადგინდეს, რომ მოსახლეობის ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების ინდექსაციის განხორციელებასთან დაკავშირებით ამ ბრძანებულებით შექმნილი სახელმწიფო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს ფინანსთა მინისტრი გამოსცემს ნორმატიულ აქტებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე ყველა სუბიექტისათვის.

4. სახელმწიფო კომისიამ, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრომ, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, იუსტიციის სამინისტრომ ეროვნული ბანკის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და ყოფილი სახელმწიფო-კომერციული ბანკების უფლებამონაცვლე ბანკების წარმომადგენლებისაგან შექმნას უწყებათაშორისი ქვეკომისია, რომელიც სისტემატურად იმუშავების მოსახლეობის ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების ინდექსაციის საკითხებზე.

5. სახელმწიფო და უწყებათაშორისი კომისიების მუშაობის საქმიანობის საშტატო ერთეულების ფარგლებში შექმნას სათანადო სამსახური 4 საშტატო ერთეულით.

 

ყოფილ სახელმწიფო-კომერციულ ბანკებში მოსახლეობის ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების ინდექსაციის და მათი დაფარვის პროცესის ორგანიზებულად წარმართვისათვის შექმნილი სახელმწიფო კომისიის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

 

I. ზოგადი დებულებანი

 

მოსახლეობის ანაბრების ინდექსაციის პროცესის ორგანიზებულად წარმართვისათვის შექმნილი სახელმწიფო კომისია (შემდგომში – კომისია) თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონებით და კანონქვემდებარე აქტებით, "მოსახლეობის ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების ინდექსაციის მექანიზმისა და მისი განხორციელების ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის №716 ბრძანებულებით და განკარგულებებით, ამ დებულებით.

 

II. კომისიის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

 

1. კომისია:

ა) განსაზღვრავს ანაბრების ინდექსაციის დაწყებისა და თანხების დაფარვის გრაფიკს, მეანაბრეებზე ინდექსირებული თანხების გაცემის რიგითობას;

ბ) უზრუნველყოფს ქმედითი ღონისძიებების გატარებას ანაბრების ინდექსაციისა და დაფარვის პროცესის დროს წამოჭრილი პრობლემატური საკითხების გადასაწყვეტად.

 

III. კომისიის უფლებამოსილება

 

2. კომისია უფლებამოსილია:

ა) შექმნას უწყებათაშორისი ქვეკომისია, რომელიც კომისიის დავალებით სისტემატურად იმუშავებს მოსახლეობის ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების ინდექსაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

ბ) პერიოდულად მოსთხოვოს უწყებათაშორის ქვეკომისიას ანაბრების ინდექსაციის პროცესის ორგანიზებულად წარმართვისათვის გაწეული სამუშაოს ანგარიში;

გ) მოთხოვნისთანავე მიიღოს ორგანიზაციებიდან, მიუხედავად საკუთრების ფორმისა, მისი მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტები და ცნობები;

დ) საჭიროების შემთხვევაში ცალკეული მეთოდური და ორგანიზაციული საკითხების განსახილველად კომისიის სხდომაზე მოიწვიოს დაინტერესებული პირები, ასევე სამინისტროების, უწყებების და ბანკების პასუხისმგებელი მუშაკები;

ე) ყოფილ სახელმწიფო ბანკებში მოსახლეობის ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების ინდექსაციის განხორციელებასთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილებები, რომელთა საფუძველზეც საქართველოს ფინანსთა მინისტრი გამოსცემს ნორმატიულ აქტებს;

ვ) სახელმწიფო კომისია უფლებამოსილი არ არის განიხილოს საკითხები, რომლებიც არ არის დაკავშირებული მოსახლეობის ანაბრების ინდექსაციასთან.

 

IV. კომისიის ხელმძღვანელობა

 

3. კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.