გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობებისა და 1 კლასს დაქვემდებარებული შენობა–ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე

  • Word
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობებისა და 1 კლასს დაქვემდებარებული შენობა–ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/03/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110315029, 24/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 330090020.35.161.016038
  • Word
15
14/03/2011
ვებგვერდი, 110315029, 24/03/2011
330090020.35.161.016038
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობებისა და 1 კლასს დაქვემდებარებული შენობა–ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე
გარდაბნის მუნიციპალიტეტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №15

2011 წლის 14 მარტი

ქ. გარდაბანი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობებისა და 1 კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის მე-2 და 21 პუნქტის შესაბამისად გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა დ გ ი ნ :

    მუხლი 1

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურით დასაშვებია ნებისმიერი მიწის ნაკვეთზე.

    მუხლი 2

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის განთავსება/მშენებლობა აიკრძალოს:

1) შენობა-ნაგებობების ფასადის განთავსება ქუჩაზე, ავტომაგისტრალებზე, გზებზე ან განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში მდებარე ქუჩების, მოედნების, ხიდების, სკვერების, პარკების, ბაღების, მიწის ნაკვეთებს შორის არსებული გასასვლელებისა და სხვა სივრცეების, ასევე სხვა საზოგადოებრივი ტერიტორიების უშუალოდ მომიჯნავედ.

    მუხლი 3

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.  

    მუხლი 4

დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. №14) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.

   საკრებულოს თავმჯდომარე         გ. ფეიქრიშვილი