გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 9 თებერვლის №4 დადგენილებით დამტკიცებულ ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დებულებაში ცვილებების შეტანის შესახებ

  • Word
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 9 თებერვლის №4 დადგენილებით დამტკიცებულ ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დებულებაში ცვილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/03/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110315028, 24/03/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 30/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.161.016037
  • Word
14
14/03/2011
ვებგვერდი, 110315028, 24/03/2011
010250020.35.161.016037
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 9 თებერვლის №4 დადგენილებით დამტკიცებულ ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დებულებაში ცვილებების შეტანის შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2011წლის 14 მარტი

ქ. გარდაბანი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 9 თებერვლის №4 დადგენილებით დამტკიცებულ ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63 -ემუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის შესაბამისად , გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა :

    მუხლი 1

1. ამოღებულ იქნეს ,, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 9 თებერვლის 4 დადგენილების პრეამბულაში საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ 38 -ე მუხლის მე -4 პუნქტის მითითება.

2. ამოღებულ იქნეს ,, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 9 თებერვლის 4 დადგენილებაში შემდეგი მუხლები:

ა) მე -2 მუხლის „ა“, „ბ“, „ე“, „ვ“ ქვეპუნქტები;

ბ) მე -3 მუხლი 1 -ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი;

გ) მე -4 მუხლის მე -5 პუნქტი;

დ) მე -7 მუხლი .

3. შეტანილ იქნეს ცვლილება ,, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 9 თებერვლის 4 დადგენილებაში, მე -3 მუხლის 1 -ლი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტში „ადმინისტრაციული მოსმენები“ -ს ნაცვლად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 110 -ე მუხლიდან გამომდინარე, მიეთითოს „ზეპირი მოსმენა“.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.   

    მუხლი 3

დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის: ქ. გარდაბანი,                             დ. აღმაშენებლის ქ. 14) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.

საკრებულოს თავმჯდომარე         გ. ფეიქრიშვილი