დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს _ ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის რეორგანიზაციისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს _ ქ. თბილისის დიდგორის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 118 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/03/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110315017, 15/03/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430090000.10.003.016279 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №118
2011 წლის 11 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის რეორგანიზაციისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – ქ. თბილისის დიდგორის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის შექმნის შესახებ
მუხლი 1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და მე-5 მუხლის გათვალისწინებით:
1. რეორგანიზებულ იქნეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოდ – ძველი თბილისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრად.
2. შეიქმნას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – ქ. თბილისის დიდგორის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები