,,2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
,,2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 117
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/03/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110315016, 15/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.016278
  • Word
117
11/03/2011
ვებგვერდი, 110315016, 15/03/2011
470230000.10.003.016278
,,2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 117

2011 წლის 11 მარტი

. თბილისი

,,2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ,,2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის 77 დადგენილებით (სსმ III, 17.02.2011) დამტკიცებულ 2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებისმე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამების ადმინისტრირება (მართვა, ზედამხედველობა, ინსპექტირება და კონტროლი) ხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) მიერ დამტკიცებული წესისა და პირობების შესაბამისად. აღნიშნული ბრძანება ასევე შეიძლება ადგენდეს ამ დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი პროგრამების განხორციელებისათვის საჭირო სხვა დამატებით პირობებს (მათ შორის, მოთხოვნებს, ნორმებს და ა.შ.) საქონლის ან მომსახურების მიმართ.“.

2. დანართი 5-ის (დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა):

) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. მე-3 მუხლის „ბდა „გქვეპუნქტების შესაბამისი მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით.“;

) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

,,4. მე-3 მუხლის „ექვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება სახელმწიფო შესყიდვების შესახებსაქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.;

) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7. მომსახურების მიმწოდებელი

1. მე-3 მუხლის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელი პირი/დაწესებულება, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი სამედიცინო საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და პროგრამის განმახორციელებელს წერილობით დაუდასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს 2011 წლის 1 აპრილამდე.

2. პროგრამის ფარგლებში მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის მიმწოდებელი განისაზღვრება მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

3. პროგრამის ფარგლებში მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.“;

) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8. პროგრამის განმახორციელებელი

1. პროგრამის განმახორციელებელია სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. ამ პროგრამის ფარგლებში ორსულებში B ჰეპატიტის განსაზღვრისათვის საჭირო ტესტების შესყიდვა ხორციელდება სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებსაქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და ამ ტესტების შემსყიდველის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით გადაეცემა ამ დანართის მე-3 მუხლის ,,აქვეპუნქტის მიმწოდებელს, რომელიც გამოვლინდება პროგრამის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად..

3. დანართი 19-ის (სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება) მე-3 მუხლის ა.აქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა) სასწრაფო სამედიცინო დახმარებას – ბრიგადის ვიზიტს პაციენტთან, სასწრაფო სამედიცინო დახმარებას მინისტრის შესაბამისი აქტით განსაზღვრული სასწრაფო დახმარების ბაზისური მედიკამენტების ნუსხითა და დანართი 19.2-ით განსაზღვრული სამედიცინო დანიშნულების საგნებით, საჭიროების შემთხვევაში – ჰოსპიტალიზაციის უზრუნველყოფას და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევას კატასტროფების დროს;“.

4. დანართი 19.1 (სასწრაფო დახმარების ბაზისური მედიკამენტების ნუსხა) ამოღებულ იქნეს.

5. დანართი 20-ის (სოფლის ექიმი):

) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. სოფლის მოსახლეობისათვის ამბულატორიული მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით მინისტრი, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უზრუნველყოფს შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით დაკონტრაქტებული ექიმებისა და ექთნების რაოდენობის განსაზღვრას.“;

) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:

,,5. დანართი 20-ის მე-8 მუხლით განსაზღვრული პროგრამის განმახორციელებელი სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო ადმინისტრაციული აქტით უზრუნველყოფს:

ა) იმ პირების განსაზღვრას, რომელთა მიერ მეწარმე ფიზიკურ პირებად რეგისტრაციის შემთხვევაში განხორციელდება სოფლის მოსახლეობისათვის ამბულატორიული მომსახურების მიწოდება;

ბ) იმ პირების განსაზღვრას, რომელთა მიერ მეწარმე ფიზიკურ პირებად რეგისტრაციის შემთხვევაში და ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პირების წერილობითი განცხადების საფუძველზე, მათი გადამზადების პერიოდში განხორციელდება/ხორციელდება სოფლის მოსახლეობისათვის ამბულატორიული მომსახურების მიწოდება;

გ) იმ პირების განსაზღვრას, რომელთა მიერ მეწარმე ფიზიკურ პირებად რეგისტრაციის შემთხვევაში განხორციელდება/ხორციელდება სოფლის მოსახლეობისათვის ამბულატორიული მომსახურების მიწოდება ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა წერილობითი განცხადების საფუძველზე, მათი ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლისას ან დროებით შრომისუუნარობის ფურცელზე ყოფნის პერიოდში.

6. მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უზრუნველყოფს იმ პირების განსაზღვრას, რომლებიც იმყოფებიან ან შემდგომ ეტაპზე ჩაერთვებიან ექიმების საოჯახო მედიცინისა და ექთნების ზოგადი პრაქტიკის ექთნებად გადამზადების პროცესში და რომელთა მიერ მეწარმე ფიზიკურ პირებად რეგისტრაციის შემთხვევაში განხორციელდება სოფლის მოსახლეობისათვის ამბულატორიული მომსახურების მიწოდება, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული პერიოდისა.“.

6. დანართი 27-ის (მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა):

) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. პროგრამის მოსარგებლეებისათვის მედიკამენტებისა და საკვები დანამატის მიწოდება ხორციელდება მატერიალიზებული ვაუჩერის საშუალებით, გარდა „ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფის“, „ინკურაბელურ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფისა“ და ,,ნარკომანიით დაავადებულთა ჩამანაცვლებელი ნარკოტიკით უზრუნველყოფისკომპონენტებისა, რომლებიც ხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერის საშუალებით.;

) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ამ დანართის მე-3 მუხლის „ა“, „დ“, „ვ“, „ზ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შესყიდული საქონლის ვაუჩერის მფლობელი უფლებამოსილია მიიღოს კუთვნილი სპეციფიკური მედიკამენტები და/ან საკვები დანამატი ამავე პროგრამის მე-3 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიმწოდებლისაგან.“;

)  მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის  მე-5,  მე-6, მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტები:

„5. მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების გაცემის დამადასტურებელი ცნობისა და რეცეპტის ფორმა 1-ის გაცემას უზრუნველყოფს განმახორციელებელი „სოფლის ექიმისა“ და „ზოგადი ამბულატორიის“ პროგრამებით განსაზღვრული შესაბამისი მიმწოდებლებისათვის.

6. მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტების გაცემა ვაუჩერის მფლობელზე ხორციელდება „ბავშვთა და მოზარდთა დიაბეტის მართვის“ პროგრამის შესაბამისი მიმწოდებლის მიერ.

7. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტების გაცემა ვაუჩერის მფლობელზე ხორციელდება „იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის“ ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში გამოვლენილი შესაბამისი მიმწოდებლის მიერ.

8. მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტების გაცემა ვაუჩერის მფლობელზე ხორციელდება „ანტირაბიული დახმარების“ ფარგლებში გამოვლენილი შესაბამისი მიმწოდებლის მიერ.

9. მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტების გაცემა ვაუჩერის მფლობელზე ხორციელდება „ნარკომანიის“ პროგრამის ჩამანაცვლებელი ნარკოტიკის მიწოდების და სამედიცინო მეთვალყურეობის უზრუნველყოფის კომპონენტის ფარგლებში გამოვლენილი შესაბამისი მიმწოდებლის მიერ.

10. მე-3 მუხლის „ბ“, „გ“, „თ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მედიკამენტების მიწოდებას შესაბამისი პროგრამების მიმწოდებლებისათვის უზრუნველყოფს ამ პროგრამის განმახორციელებელი.“; 

) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მატერიალიზებული ვაუჩერების ბეჭდვას, მატერიალიზებული ვაუჩერის მოსარგებლეების აღრიცხვასა და მათთვის ვაუჩერების გაცემას უზრუნველყოფს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო საკუთარი ადმინისტრაციული ასიგნებების ფარგლებში, შემდეგი კომპონენტების მიხედვით:

ა) დიაბეტით დაავადებულ მოზრდილ ავადმყოფთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი;

ბ) დიაბეტიან ბავშვთა და მოზარდთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი;

გ) ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი;

დ) ორგანოგადანერგილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი;

ე) უშაქრო დიაბეტით დაავადებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი;

ვ) ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა სამკურნალო საკვები დანამატით უზრუნველყოფის კომპონენტი;

ზ) მუკოვისციდოზით დაავადებულთა სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი.“.

 მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                                   ნ. გილაური