“ატრაქციონების უსაფრთხოების წესების “ დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 14 მაისის №1-1/753 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
“ატრაქციონების უსაფრთხოების წესების “ დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 14 მაისის №1-1/753 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/363
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 14/03/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110315008, 16/03/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 040230000.22.024.016048
  • Word
1-1/363
14/03/2011
ვებგვერდი, 110315008, 16/03/2011
040230000.22.024.016048
“ატრაქციონების უსაფრთხოების წესების “ დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 14 მაისის №1-1/753 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/3 63

2011 წლის 14 მარტი

ქ. თბილისი

ატრაქციონების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 14 მაისის 1-1/ 753 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ატრაქციონების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 14 მაისის 1-1/ 753 ბრძანებასა (სსმ III, 21.05.2007, 71, მუხ. 773) და მითითებული ბრძანებით დამტკიცებულ წესებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის 77 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:”.

2. წესების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ატრაქციონების უსაფრთხოების წესები (შემდგომ წესები) ადგენს მოთხოვნებს უსაფრთხეობის უზრუნველსაყოფად და სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, რომლებიც აპროექტებენ, ამზადებენ, აშენებენ (ამონტაჟებენ) და ექსპლუატაციას უწევენ ატრაქციონებს .

4. წესების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციისა (შემდგომ – ინსპექცია) და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების ორგანოების (შემდგომ – შესაბამისი ორგანოები) საზედა ხედველო სფეროს განეკუთვნება რთული საინჟინრო კონსტრუქციის ატრაქციონები.”.

5. წესების 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. მუშაობის დაწყებამდე წესების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ატრაქციონები ექვემდებარება ინსპექციაში ან შესაბამის ორგანოებში რეგისტრაციას .

6. წესების 23-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. ინსპექციაში ან შესაბამის ორგანოებში საქარხნო პასპორტის არმქონე ატრაქციონის რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს სპეციალიზებული ორგანიზაციის მიერ შედგენილი პასპორტის საფუძველზე. მისი შედგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს:

ა) ატრაქციონის ან მისი ცალკეული ელემენტების სიმტკიცისა და მდგრადობის გაანგარიშებაზე დამყარებული დასკვნა;

ბ) ლითონკონსტრუქციის მასალის ქიმიური ანალიზის და მექნიკური თვისებების შესახებ დასკვნა;

გ) ლითონკონსტრუქციის მდგრადობის და შენადუღ შეერთებათა ხარისხის დამადასტურებელი აქტი .

7. წესების 24-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვ. ქობალია