დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს მთავრობის კანცელარიის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 ივნისის №96 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 240 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/12/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 153, 30/12/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/02/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.10.003.000.374 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №240
2005 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობის კანცელარიის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 ივნისის №96 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის კანცელარიის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 ივნისის №96 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წელი, №67, მუხლი 716) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს მთავრობის კანცელარიის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 179 ერთეულით“;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული №10 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №10
საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტი
| № | თანამდებობათა დასახელება | საშტატო ერთეულის რაოდენობა |
| 1. | საფინანსო განყოფილების უფროსი – მთავარი ბუღალტერი | 1 |
| 2. | მთავარი სპეციალისტი | 2 |
| 3. | წამყვანი სპეციალისტი | 3 |
| 4. | სამეურნეო და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი | 1 |
| 5. | მთავარი სპეციალისტი | 5 |
| 6. | წამყვანი სპეციალისტი | 5 |
| 7. | სატრანსპორტო უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი | 1 |
| 8. | მთავარი სპეციალისტი | 1 |
| 9. | წამყვანი სპეციალისტი | 1 |
|
| სულ: | 20 |
“.
2. საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსმა პ. მამრაძემ საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით უზრუნველყოს შესაბამის ღონისძიებათა განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები