დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქონების გადასახადის განაკვეთები მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე” მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის N2/4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3/3 |
| დოკუმენტის მიმღები | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 11/03/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110314025, 17/03/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/04/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200130000.35.159.016031 |
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №3/3
2011 წლის 11 მარტი
ქ. მარნეული
,,ქონების გადასახადის განაკვეთები მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე” მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის №2/4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, შევიდეს ცვლილება ,,ქონების გადასახადის განაკვეთების მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის №2/4 დადგენილებაში შემდეგი სახით:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მარნეულის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ.
2. დადგენილების მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 მარტის №3/3 დადგენილება ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთების შესახებ“.
3. დადგენილება ძალაში შედის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. ქერიმოვი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები