სიღნაღის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები სიღნაღის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 11/03/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110314015, 24/03/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 10/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.168.016023
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
5
11/03/2011
ვებგვერდი, 110314015, 24/03/2011
010250020.35.168.016023
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (24/03/2011 - 03/09/2014)

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №5

2011 წლის 11 მარტი

ქ. სიღნაღი  

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ

 სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) მე-3 მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. დამტკიცდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულება (დანართი 1)

2. დადგენილება ამოქმედდეს კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე;

3. დადგენილების გასაჩივრება შესაძლებელია სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ან სიღნაღის რაიონულ სასამართლოში (ქალაქი სიღნაღი . დადიანის . №15) დადგენილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში.

 საკრებულოს თავმჯდომარე                    ზ. ზედელაშვილი                

დანართი №1

დებულება

მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის ფუნქციონირების შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. დებულება  სიღნაღის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის ფუნქციონირების შესახებ" ადგენს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის შევსების, ორგანიზებისა და გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს.

2. მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დანიშნულებაა:

ა) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობის, მუნიციპალიტეტის (თვითმმართველობის) პერსპექტიული განვითარების, თვითმმართველობის ორგანოების, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიწოდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის და ყველა დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციისათვის;

ბ) უზრუნველყოს თვითმმართველობის ორგანოების მუდმივი კავშირი თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობასთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და საწარმოებთან; საშუალება მისცეს მოსახლეობას და იურიდიულ პირებს შეუფერხებლად მიმართონ და მიაწოდონ წინადადებები თვითმმართველობის ორგანოებს და თანამდებობის პირებს მუნიციპალიტეტში არსებული მიმდინარე პრობლემების და მისაღებ გადაწყვეტილებათა პროექტების შესახებ; უზრუნველყოს თვითმმართველობის ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება.

3. სიღნაღის მუნიციპალიტეტის (თვითმმართველობის) ოფიციალური ვებგვერდის მისამართია: www.signagi.com.ge

    მუხლი 2. ვებ-გვერდის ადმინისტრირება

1. ვებგვერდის ადმინისტრირებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური (საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილება) .

2. ვებგვერდის ადმინისტრირება მოიცავს:

ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას;

ბ) ვებგვერდის ფუნქციონირების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას;

გ) ინფორმაციის განთავსებას;

დ) ვებგვერდზე შემოსული წინადადებების და წერილების სისტემატიზაციას და გადაცემას საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლისათვის.

ე) ვებგვერდის ფუნქციონირების პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაცვას არასანქცირებული ჩარევისაგან, ინფორმაციის შეცვლის, გაყალბების, დამახინჯების, წაშლის და დაბლოკვისაგან.

3. საკრებულოს და გამგეობის მიმართვა ვებგვერდზე საჯარო ინფორმაციის განსათავსებლად სავალდებულოა შესასრულებლად თვითმმართველობის ორგანოების, თანამდებობის პირებისა და ადმინისტრაციული დაწესებულებებისათვის.

    მუხლი 3. ინფორმაციის წყაროები, კატეგორიები და სტატუსი

1. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია არის თვითმმართველი ერთეულის საკუთრება. იგი საჯარო და უსასყიდლოა.

2. ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას შეიძლება ქონდეს ოფიციალური (შესაბამისი მითითებით) ან არაოფიციალური სტატუსი.

3. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. საინფორმაციო საშუალებებს უფლება აქვთ გამოიყენონ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებ-გვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით.

4. ვებგვერდის შევსების წყაროებია:

ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;

ბ) თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები;

გ) თვითმმართველობის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები;

დ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და ინტერნეტ-რესურსები;

ე) საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციები;

ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები.

5. ვებგვერდის ინფორმაცია განახლების მიხედვით იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

ა) მუდმივი (ყოველდღიური);

ბ) პერიოდული;

გ) ერთჯერადი.

    მუხლი 4. ვებ-გვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნება

1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები, საწარმოები და ორგანიზაციები გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურს (საინფორმაციო-ანალიტიკურ განყოფილებას) აწვდიან ვებგვერდზე განსათავსებელ ინფორმაციას ელექტრონული ფორმით ამ დებულებით დადგენილი გადაცემისა და განახლების პერიოდულობის ვადების დაცვით.

2. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ხოლო ვებ-გვერდზე დროულ, შესაბამის განყოფილებაში (ქვეგანყოფილებაში) განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე – ადმინისტრაციული სამსახური(საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილება) .

3. ინფორმაციის მიწოდების ვადებია:

ა) მუდმივად განახლებადის – ყოველი დღის 13.00 სთ.

ბ) ყოველკვირეულის ყოველი სამშაბათის 13.00 სთ.

გ) ყოველთვიურის ყოველი თვის 15 რიცხვის 13.00 სთ.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წყაროების გარდა სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის განთავსება ვებ-გვერდზე ხორციელდება მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსებისა და ვებგვერდით სარგებლობის წესის“ მიხედვით საკრებულოს თავმჯდომარესთან და გამგებელთან შეთანხმების საფუძველზე.

    მუხლი 5. ვებგვერდის ძირითადი სტრუქტურა

ვებგვერდის სტრუქტურის ძირითადი განყოფილებებია:

ა) მუნიციპალიტეტი;

ბ) ბიუჯეტი;

დ) ინფრასტრუქტურა;

ე) ბიზნესი;

) ისტორია;

) ახალი ამბები;

) განათლება, მეცნიერება:

) სოციალური სფერო;

) ბუნებრივი რესურსები;

) ღირშესანიშნაობები;

მ) რელიგია;

ნ) მაჟორიტარი დეპუტატი;

ო) მართლწესრიგი;

პ) სამუშაო ჯგუფი;

ჟ) კონტაქტები;

 რ) ბმულები.

    მუხლი 6. ვებგვერდის განყოფილებათა სტრუქტურა

1. თვითმმართველობის ორგანოების განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:

ა) საკრებულო:

ა.ა) საკრებულოს დებულება (რეგლამენტი);

ა.ბ) საკრებულოს თანამდებობის პირები (თანამდებობა, მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, უფლებამოსილება, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი და მიღების საათები);

ა.გ) საკრებულოს წევრები;

ა.დ) საკრებულოს კომისიები (უფლებამოსილება, სამუშაო გეგმა, კომისიის შემადგენლობა, კომისიის სხდომის ოქმები);

ა.ე) საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფები (უფლებამოსილება, სამუშაო გეგმა, სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა, სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმები);

ა.ვ) საკრებულოს ფრაქციები (ფრაქციის წესდება; ფრაქციის შემადგენლობა; ფრაქციის სხდომის ოქმები, ფრაქციის განცხადებები და მიმართვები);

ა.ზ) საკრებულოს ბიურო (შემადგენლობა, უფლებამოსილება, სამუშაო გეგმები, ბიუროს სხდომის ოქმები);

ა.თ) საკრებულოს აპარატი (აპარატის დებულება, აპარატის უფროსი (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, სამსახურის ტელეფონი, მისამართი), აპარატის სტრუქტურა.

ბ)  გამგეობა;

ბ.ა) გამგეობის დებულება;

ბ.ბ) გამგეობის თანამდებობის პირები (თანამდებობა, მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, უფლებამოსილება, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი და მიღების საათები);

ბ.გ) გამგეობის სტრუქტურა;

ბ.დ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულები (სტრუქტურული ერთეულის დებულება, პერსონალური შემადგენლობა თანამდებობის და სამსახურის ტელეფონის მითითებით);

.) გამგეობის ტერიტორიული ორგანოები (ტერიტორიული ორგანოს დებულება, გამგეობის რწმუნებული, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი).

ბ.ბ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი;

ბ.გ) საკრებულოს დადგენილებები, საკრებულოს განკარგულებები, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებები;

გ) გამგებლის ბრძანებები.

დ) პროექტები:

დ.ა) კანონპროექტები;

დ.ბ) საკრებულოს დადგენილებათა პროექტები.

3. მუნიციპალიტეტის (თვითმმართველობის) განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:

ა) მუნიციპალიტეტის ძირითადი გეოგრაფიული და დემოგრაფიული მონაცემები;

ბ) ისტორია;

გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები;

) მუნიციპალიტეტის რუკა.

4. ახალი ამბების განყოფილებაში თავსდება ინფორმაცია მუნიციპალიტეტში მომხდარ და მიმდინარე მოვლენებზე.

5. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:

ა) ეკონომიკა;

ბ) მრეწველობა;

გ) მიწათმოწყობა;

დ) ბუნებრივი რესურსები;

ე) საბინაო-კომუნალური მეურნეობა;

ვ) თვითმმართველი ერთეულის ქონება;

ზ) ტრანსპორტი;

თ) ტურიზმი.

6. სოციალური სფეროს განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:

ა) განათლება;

ბ) კულტურა;

გ) ჯანმრთელობის დაცვა;

დ) სპორტი;

ე) სოციალური დაცვა;

ვ) ახალგაზრდობა;

ზ) მასმედია;

) არასამეწარმეო (არაკომერციული) ორგანიზაციები.

8. კონტაქტების განყოფილებაში თავსდება თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული იურიდიული პირების საცნობარო ინფორმაცია (მოქმედების სფერო, მისამართი, ტელეფონი).