დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/03/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110314005, 24/03/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.107.016048 |
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №6
2011 წლის 7 მარტი
დ. ჩხოროწყუ
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:
შეტანილ იქნეს „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის №17 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შემდეგი ცვლილება:
1. დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. კომისია: კომისიის უფლებამოსილება
1. აკონტროლებს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების პროცესს; გაიანგარიშებს შემოსულობებისა და გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებლებს, შეიმუშავებს შესაბამის დასკვნებს და რეკომენდაციებს;
2. განიხილავს, ამზადებს დასკვნას და თანამომხსენებლად გამოდის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვისას, აგრეთვე ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ ნორმატიული აქტის პროექტის განხილვისას;
3. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 78-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს წარუდგენს დასკვნას საკრებულოს ფრაქციის ან/და საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მიერ ინიციირებული ბიუჯეტის პროექტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამგებლისათვის გაგზავნილ შენიშვნებთან შესაბამისობის შესახებ;
4. განიხილავს და ამზადებს დასკვნას გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 82-ე მუხლის შესაბამისად მომზადებული ბიუჯეტის ყოველთვიური და ყოველკვარტალური განწერის შესახებ;
5. ყოველთვიურად განიხილავს გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 84-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად მომზადებულ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ჩვენებით წარმოდგენილ ანგარიშს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს და წინადადებებს;
6. განიხილავს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 85-ე მუხლის შესაბამისად საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მომზადებულ ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით, რომელიც მოიცავს შემოსულობების, გადასახდელების (მათ შორის, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების), ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ფაქტობრივი მოცულობების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებს და რეკომენდაციებს;
7. ამოწმებს ადგილობრივი შემოსავლების, გადასახადების ამოღების დროულობას და მათ აღრიცხვას, ადგილობრივი ხარჯების კანონიერებას და ბიუჯეტთან მათ შესაბამისობას;
8. ამზადებს და საკრებულოს წარუდგენს გაწეული მუშაობის ანგარიშს, ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის დამტკიცებისას საკრებულოს წარუდგენს შემოწმების წლიურ ანგარიშს და იძლევა წინასწარ დასკვნას გამგებლის მოხსენებაზე;
9. აკონტროლებს გამგეობის და გამგეობის სტრუქტურული ერთეულების – სამსახურების საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობას;
10. შეიმუშავებს წინადადებებსა და დასკვნებს ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათზე შეღავათების დადგენის, ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;
11. განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას თვითმმართველი ერთეულის მიერ სესხის ან გრანტის აღების და შესაბამისი ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით;
12. განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებაზე მუნიციპალური ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო სახსრების განსაზღვრისა, აგრეთვე ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით სხვა თვითმმართველ ერთეულთან საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ ხელშეკრულების პროექტის თაობაზე;
13. განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ;
14. განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას საკრებულოს თავმჯდომარისათვის თანხმობის მიცემაზე ისეთი გარიგების დადებაზე, რომლის ღირებულება აღემატება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის 5%-ს;
15. განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას საკრებულოს მიერ მისაღები ნორმატიულ პროექტების შესაძლო შედეგების საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშების მართებულობის შესახებ;
16. განიხილავს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 57-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი აუდიტორული შემოწმების ანგარიშს და დასკვნას, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს; ნიშნავს საკრებულოს სხდომაზე კომისიიდან თანამოხსენებელს ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცებისას;
17. წარადგენს წინადადებებსა და დასკვნებს თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესების შესახებ. თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის პროექტის დამტკიცების შესახებ. საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სარგებლობის ქირის ოდენობის დადგენის, ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმის დადგენის შესახებ;
18. წარადგენს წინადადებებსა და დასკვნებს ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შესახებ, ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების შესახებ;
19. იღებს მონაწილეობას სატენდერო კომისიის მუშაობაში, კონტროლს უწევს შესრულებულ სამუშაოებს, ამოწმებს მის მიმდინარეობასა და ხარისხს;
20. ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. ლემონჯავა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები