„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/03/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110314003, 24/03/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 05/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.107.016046
  • Word
4
07/03/2011
ვებგვერდი, 110314003, 24/03/2011
010260020.35.107.016046
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №4

2011 წლის 7 მარტი

დ. ჩხოროწყუ

„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:

შეტანილ იქნეს „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის №18 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) ქმნის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიას, ნიშნავს სატენდერო კომისიის თავმჯდომარესა და წევრებს. უფლებამოსილია განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის პროცედურები ან მისი განხორციელების უფლება მიანიჭოს გამგებელს ან სხვა თანამდებობის პირს“.

2. დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს გამარტივებული შესყიდვის პროცედურებს“.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარე                           გ. ლემონჯავა