„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 159
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 07/03/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110311020, 11/03/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.026.016042
  • Word
159
07/03/2011
ვებგვერდი, 110311020, 11/03/2011
280120000.22.026.016042
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №159

2011 წლის 7 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში (სსმ III, 2007 წ., №134, მუხ.1467) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. ბრძანებით დამტკიცებული №9 დანართის შენიშვნის მე-6 პუნქტის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მივლინებისა და კუთვნილი შვებულების შემთხვევაში – თბილისსა და მივლინების ადგილს შორის მგზავრობის ხარჯები ეკონომკლასის ბილეთების ღირებულებით;

 ბ) როტაციის წესით როგორც სამუშაო მივლინების, აგრეთვე სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის (მათ შორის, სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების გამო მივლინების შეწყვეტისას) ან სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვევის შემთხვევაში _ ამ პუნქტის „ა” ქვეპუნქტში გათვალისწინებული ხარჯები და პირადი ტვირთის გადაზიდვის ხარჯები არა უმეტეს 200 ევროს ოდენობით.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული №9 დანართის შენიშვნას:

ა) დაემატოს მე-7 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„7. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებულ თავდაცვის ატაშეების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მათი აპარატების თანამდებობის პირების როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის (მათ შორის, სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების გამო მივლინების შეწყვეტისას) ან სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვევის შემთხვევაში, გამოწვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული საკითხების მოგვარების მიზნით, პირის გამოწვევა შესაძლებელია განხორციელდეს სამსახურიდან გათავისუფლების თარიღიდან არა უმეტეს 20 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად.“;

ბ) დაემატოს მე-8 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„8. ამ შენიშვნის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს მიეცემათ ამ დანართით გათვალისწინებული გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურებისა და შენახვის ხარჯები შენიშვნის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვადის განმავლობაში.“;

გ) დაემატოს მე-9 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„9. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული თავდაცვის ატაშეების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა ვადამდე გამოწვევის შემთხვევაში (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ვადამდე გამოწვევასთან ერთად ხდება მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლება/დათხოვნა პირადი განცხადების, დისციპლინური გადაცდომის ან შეუსაბამობის გამო) ბინის ქირავნობის ვადამდე შეწყვეტის გამო ანაზღაურებული ან ასანაზღაურებელი ჯარიმის/საურავის (სხვა სახის პასუხისმგებლობის ზომის) ოდენობა და ამ თანხების გადახდის წინაპირობები.“.

მუხლი 2

1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2011 წლის 10 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ბ. ახალაია