დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 142 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 11/03/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110311019, 11/03/2011 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 22/05/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 010340000.08.002.016187 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №142
2011 წლის 11 მარტი
ქ. თბილისი
,,საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებით (სსმ III, 2005 წ., №135, მუხ.1486) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების №2 დანართის ,,თ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ1) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოებიდან არა უმეტეს 21 საჯარო მოსამსახურეს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე;“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
დოკუმენტის კომენტარები