დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურის და ვადების განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 11 ივნისის №17.19.830 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 05.18.178 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია) |
| მიღების თარიღი | 10/03/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110311016, 22/03/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.37.101.016039 |
ქალაქ თბილისის მთავრობის
დადგენილება №05.18.178
2011 წლის 10 მარტი
ქ. თბილისი
„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურის და ვადების განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 11 ივნისის №17.19.830 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 321 მუხლის მე-4 პუნქტისა და ”ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე,
ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:
1. ,,ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურის და ვადების განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 11 ივნისის №17.19.830 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განმსაზღვრელ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) წესის მე-5 მუხლის 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„41 . სააგენტოს მიერ გაცემული აქტით განსაზღვრული სამუშაოების წარმოების ვადის გასვლამდე დაინტერესებული პირის მიერ მიმართვის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია სამუშაოთა წარმოების ვადა გააგრძელოს დამატებითი ვადით. სააგენტოს მიერ გაცემული აქტით განსაზღვრული სამუშაოების შესრულებისთვის დამატებითი ვადის მიცემის შესახებ აქტის გამოცემისათვის სამუშაოთა მწარმოებელი ვალდებულია გადაიხადოს ამ მუხლის 1-ლი და მე-4 პუნქტით განსაზღვრული საფასური, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საფასურის გადახდის გარეშე .”
ბ) წესის მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 42 პუნქტი :
”42. სააგენტოს მიერ გაცემული აქტით განსაზღვრული სამუშაოების წარმოების ვადის გასვლის შემდეგ დაინტერესებული პირის მიერ სამუშაოთა წარმოების ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიმართვის შემთხვევაში, ახალი აქტის გამოცემა ხორციელდება ამ მუხლის 1-ლი-მე-7 პუნქტებით დადგენილი წესით.”
გ) წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“2. მომსახურების საფასურის ოდენობა არ არის დამოკიდებული ლოტში შემავალი ნივთების/უფლებების რაოდენობაზე, გარდა ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. თუ ლოტი, სხვა ქონებასთან ერთად, მოიცავს უძრავ ქონებასაც, მაშინ აუქციონში გამარჯვებული იხდის მხოლოდ უძრავი ქონების აუქციონში გამარჯვებისათვის დაწესებულ საფასურს.”
დ) წესის მე-8 მუხლს დაემატოს 21 პუნქტი:
“21. თუ ლოტში შედის რამდენიმე უძრავი ნივთი, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აუქციონში გამარჯვებული ამ მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფასურთან ერთად იხდის აუქციონის ჩატარების მომსახურების საფასურს – 100 ლარს, ყოველ დამატებით უძრავ ნივთზე. უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აუქციონის ჩატარების მომსახურების საფასური ასევე მოიცავს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების 4 სამუშაო დღის ვადაში რეგისტრაციის საფასურს.
2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
გ. უგულავა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები