დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | მარტვილის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/03/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110311007, 23/03/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.109.016022 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (23/03/2011 - 28/12/2011)
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №3
2011 წლის 7 მარტი
ქ. მარტვილი
მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ” ქვეპუნქტის და საქართველოს კანონი ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” თანახმად მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შემოღებულ იქნას მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლები თანახმად №1 დანართისა.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 მარტის №4 დადგენილება ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ”.
3. დადგენილება ძალაშია კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებიდან არა უადრეს მე-15 დღისა.
საკრებულოს თავმჯდომარის მ/შ: ბ. მიქავა
დანართი №1
მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ
ადგილობრივი მოსაკრებლები განისაზღვროს შემდეგი სახით:
1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობა მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითეული კვადრატული მეტრისათვის განისაზღვროს 0.8 ლარით, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის 5 ლარით.
2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი განისაზღვროს:
ა) თითეულ სათამაშო აპარატზე კვარტალში - 1500 ლარით;
ბ) ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თიტეულ სალაროზე კვარტალში - 3700 ლარი
გ) თითეულ წამახალისებელ გათამაშებაზე საპრიზო ფონდის 10%-ით
დ) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიების ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 10%-ით.
3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადამხდელია ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელიც მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნის ნარჩენებს.
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის ადგილობრივი მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება:
ა) ერთ სულ მოსახლეზე 0.5 ლარი
ბ) იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე 10 ლარი.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები