აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ

  • Word
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/323
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 01/03/2011
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110310040, 15/03/2011
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
1-1/323
01/03/2011
ვებგვერდი, 110310040, 15/03/2011
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/323

2011 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის 09.02.11 წლის №5087/12 წერილის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 26 ნოემბრის №1-1/1850 ბრძანებით შექმნილი კომისიის 11.02.11 წლის სხდომის №4 ოქმისა და ამავე კომისიის 11.02.11 წლის დასკვნის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიენიჭოს ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მაგისტრალის მშენებლობის პროექტით გათვალისწინებული განსაზღვრული სამუშაოების ზოლში მოხვედრილი, ცალკეული პირების კერძო საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთები, მრავალწლიანი ნარგავები და სხვა უძრავი ქონება) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება, კერძოდ:
ა) ედუარდ საპონჯიანის უძრავი ქონება საკადასტრო კოდით – 65.10.15.369 (მთლიანი ფართობი 2917 კვ.მ., პროექტისთვის საჭირო საექსპროპრიაციო ფართობი – 598.02 კვ.მ.);
ბ) ედუარდ საპონჯიანის უძრავი ქონება საკადასტრო კოდით – 65.10.15.370 (მთლიანი ფართობი 895 კვ.მ., პროექტისთვის საჭირო საექსპროპრიაციო ფართობი – 2.3 კვ.მ.);
გ) ედუარდ საპონჯიანის უძრავი ქონება საკადასტრო კოდით – 65.10.15.371 (მთლიანი ფართობი 1608 კვ.მ., პროექტისთვის საჭირო საექსპროპრიაციო ფართობი – 137.9 კვ.მ.);
დ) ედუარდ საპონჯიანის უძრავი ქონება საკადასტრო კოდით – 65.10.15.372 (მთლიანი ფართობი 1937 კვ.მ., პროექტისთვის საჭირო საექსპროპრიაციო ფართობი – 1260.2 კვ.მ.);
ე) ედუარდ საპონჯიანის უძრავი ქონება საკადასტრო კოდით – 65.10.15.390 (მთლიანი ფართობი 1640 კვ.მ., პროექტისთვის საჭირო საექსპროპრიაციო ფართობი – 164.2 კვ.მ.);
ვ) ედუარდ საპონჯიანის უძრავი ქონება საკადასტრო კოდით – 65.10.15.391 (მთლიანი ფართობი 2443 კვ.მ., პროექტისთვის საჭირო საექსპროპრიაციო ფართობი – 694 კვ.მ.).

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ქონების ექსპროპრიაციის მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ბატონ დავით გიორგაძეს.

ვ. ქობალია