აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შპს ,,საქართველოს რკინიგზისათვის” ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ

  • Word
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შპს ,,საქართველოს რკინიგზისათვის” ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/327
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 01/03/2011
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110310039, 15/03/2011
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
1-1/327
01/03/2011
ვებგვერდი, 110310039, 15/03/2011
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შპს ,,საქართველოს რკინიგზისათვის” ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/327

2011 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შპს ,,საქართველოს რკინიგზისათვის” ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ

    „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, შპს „საქართველოს რკინიგზის” 22.02.11 წლის №7187/12 წერილის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 26 ნოემბრის №1-1/1850 ბრძანებით შექმნილი კომისიის 28.02.11 წლის სხდომის №5 ოქმისა და ამავე კომისიის 28.02.11 წლის დასკვნის საფუძველზე,  ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს „საქართველოს რკინიგზას” მიენიჭოს თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის პროექტით გათვალისწინებული განსაზღვრული სამუშაოების ზოლში მოხვედრილი, ცალკეული პირების კერძო საკუთრებაში არსებული, შპს ,,საქართველოს რკინიგზის” 22.02.11 წლის №7187/12 წერილის დანართი №1-ით განსაზღვრული შემდეგი უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთები, მრავალწლიანი ნარგავები და სხვა უძრავი ქონება) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება.

2. შპს „საქართველოს რკინიგზამ” ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ქონების ექსპროპრიაციის მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს, დავით გიორგაძეს და სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს” თავმჯდომარეს, ალექსანდრე ხოჯევანიშვილს.

ვ. ქობალია