აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ქალაქ ბათუმის მერიისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ

  • Word
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ქალაქ ბათუმის მერიისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/309
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 28/02/2011
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110310038, 15/03/2011
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
1-1/309
28/02/2011
ვებგვერდი, 110310038, 15/03/2011
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ქალაქ ბათუმის მერიისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/309

2011 წლის 28 თებერვალი

ქ. თბილისი

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ქალაქ ბათუმის მერიისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის 12.01.11 წლის №1142 სასამსახურო ბარათის, ქ. ბათუმის მერის 09.12.10 წლის №25-01/4135 წერილის და მისი დანართის, ქ. ბათუმის მერის 11.02.11 წლის №5513/14 წერილის და მისი დანართის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 26 ნოემბრის №1-1/1850 ბრძანებით შექმნილი კომისიის 09.02.11 წლის სხდომის №3 ოქმისა და ამავე კომისიის 11.02.11 წლის დასკვნის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ქალაქ ბათუმის მერიას მიენიჭოს ქ. ბათუმში საავტომობილო გზის გაგრძელება-გაფართოების მშენებლობის პროექტით გათვალისწინებულ ზოლში მოხვედრილი, ცალკეული პირების (ქ. ბათუმის მერის 09.12.10 წლის №25-01/4135 წერილის და მისი დანართის შესაბამისად; ქ. ბათუმის მერის 11.02.11 წლის №5513/14 წერილის და მისი დანართის შესაბამისად) კერძო საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთები, მრავალწლიანი ნარგავები და სხვა უძრავი ქონება) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება.

2. ქალაქ ბათუმის მერიამ ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ქონების ექსპროპრიაციის მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ბატონ                   დ. გიორგაძეს.

ვ. ქობალია