დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №80 ბრძანებით დამტკიცებულ „შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულებაში“ ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/03/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110310034, 14/03/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320020.33.058.016010 |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის
ბრძანება №37
2011 წლის 7 მარტი
ქ. ბათუმი
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №80 ბრძანებით დამტკიცებულ „შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულებაში“ ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №80 ბრძანებით დამტკიცებულ „შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულებაში“ (სსმ III, 12.08.2010, №98, მუხ.1471) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დეპარტამენტი კანონონმდებლობითა და ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებს შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველ საბჭოსთან (შემდგომში – საბჭო) კოორდინირებულად და ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.“;
ბ) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. შიდა აუდიტორული დავალების საფუძველზე განსახორციელებელი შიდა აუდიტი შესაძლებელია იყოს შემდეგი სახის:
ა) შესაბამისობის აუდიტი;
ბ) ოპერაციული აუდიტი;
გ) ეფექტიანობის აუდიტი;
დ) ფინანსური აუდიტი.“;
გ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. შიდა აუდიტი ხორციელდება გასვლითი ან კამერალური აუდიტის მეთოდით, თემატური ან კომპლექსური აუდიტის ფორმით (შიდა აუდიტის მიზნებიდან გამომდინარე).“;
დ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დეპარტამენტი უფლებამოსილია მინისტრთან და საბჭოსთან შეთანხმებით ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოაქვეყნოს შიდა აუდიტორული დასკვნა, ანგარიში ან/და მოხსენება.“;
ე) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის:
ე.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ამზადებს და მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს შიდა აუდიტის საქმიანობის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს;“;
ე.ბ) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) პასუხისმგებელია საბჭოსთვის ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის შემუშავებისა და შემოღების შესახებ წლიური ანგარიშის მომდევნო წლის იანვრის დასრულებამდე წარდგენისათვის;
ე) ხელმძღვანელობს სამინისტროს ფინანსური მართვისა და კონტროლის საკუთარი სისტემის საერთაშორისო სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შემუშავების პროცესს, არსებული მდგომარეობისა და სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით;“;
ე.გ) „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ვ) მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) დაიცვან აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მარეგულირებელი კანონმდებლობა, შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდოლოგია;“.
2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ. ბოლქვაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები