"საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4218-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/02/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110310015, 10/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 400060000.05.001.016186
  • Word
4218-Iს
22/02/2011
ვებგვერდი, 110310015, 10/03/2011
400060000.05.001.016186
"საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 36, 2000 წელი, მუხ. 103) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საძიებო-სამაშველო კოორდინატორი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისაზღვაო ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომ სააგენტო), რომელიც საძიებო-სამაშველო რაიონში ხელმძღვანელობს ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციას, საძიებო და სამაშველო სამუშაოებს; “;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საზღვაო სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი (შემდგომ – სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი) – სააგენტოს  სტრუქტურული ერთეული, რომელიც პასუხისმგებელია საძიებო-სამაშველო რაიონში ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციისა და საძიებო-სამაშველო ოპერაციების განხორციელების ორგანიზებისა და კოორდინაციისათვის;“;

გ) “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ვ) ადგილზე მოქმედების კოორდინატორი – სააგენტოს შესაბამისი სამსახური, საძიებო-სამაშველო ერთეულის კაპიტანი, საზღვაო გემის ან საფრენი აპარატის კაპიტანი, რომელიც კოორდინაციას უწევს საძიებო-სამაშველო ოპერაციებს;“.

2.  მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი.“.

3. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სააგენტოს შესაბამისი სამსახური არის ადგილზე მოქმედების კოორდინატორი, თუ საძიებო-სამაშველო ოპერაცია ხორციელდება ნავსადგურში ან ნავსადგურიდან 12 საზღვაო მილის რადიუსში (პასუხისმგებლობის ზონა).“.

4. მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტო თანამშრომლობს უცხო ქვეყნების ზღვაზე სამაშველო სამსახურებთან და ზღვაზე სამაშველო საერთაშორისო ორგანიზაციებთან.“.

 5.  მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო და სააგენტო ვალდებული არიან დანიშნონ ბუქსირის, სამხედრო გემისა და საჰაერო ხომალდის მუდმივი მორიგეობა, რომლებიც 30 წუთში მზად იქნებიან საძიებო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობისათვის. საძიებო-სამაშველო ოპერაციების გეგმების დროულად კორექტირების მიზნით მათი მორიგეობის განრიგის შესახებ ინფორმაცია ყოველწლიურად გადაეცემა სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრს.“.

მუხლი  2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 15 აპრილიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                                            მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 22 თებერვალი.

№4218Iს