დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების – ქ. თბილისის დ. არაყიშვილის სახელობის I სამუსიკო სასწავლებლის, ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის II სამუსიკო სასწავლებლის, ქ. თბილისის მ. ბალანჩივაძის სახელობის III სამუსიკო სასწავლებლის და ქ. თბილისის ე. მიქელაძის სახელობის საკრავიერი ხელოვნების კოლეჯის ლიკვიდაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. თბილისის სამუსიკო კოლეჯის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 6 ივლისის №3/174 ბრძანებით დამტკიცებულ წესდებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3/139 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/06/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 87, 22/06/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.010469 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.010.469
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის
ბრძანება №3/139
2007 წლის 13 ივნისი
ქ. თბილისი
„საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების – ქ. თბილისის დ. არაყიშვილის სახელობის I სამუსიკო სასწავლებლის, ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის II სამუსიკო სასწავლებლის, ქ. თბილისის მ. ბალანჩივაძის სახელობის III სამუსიკო სასწავლებლის და ქ. თბილისის ე. მიქელაძის სახელობის საკრავიერი ხელოვნების კოლეჯის ლიკვიდაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. თბილისის სამუსიკო კოლეჯის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 6 ივლისის №3/174 ბრძანებით დამტკიცებულ წესდებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:
1. „საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების – ქ. თბილისის დ. არაყიშვილის სახელობის I სამუსიკო სასწავლებლის, ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის II სამუსიკო სასწავლებლის, ქ. თბილისის მ. ბალანჩივაძის სახელობის III სამუსიკო სასწავლებლის და ქ. თბილისის ე. მიქელაძის სახელობის საკრავიერი ხელოვნების კოლეჯის ლიკვიდაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. თბილისის სამუსიკო კოლეჯის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 6 ივლისის №3/174 ბრძანებით დამტკიცებულ წესდებაში (სსმ III, 2006 წ., №92, მუხ. 1243) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) წესდების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. კოლეჯი წარმოადგენს საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების: ქ. თბილისის დ. არაყიშვილის სახელობის I სამუსიკო სასწავლებლის, ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის II სამუსიკო სასწავლებლის, ქ. თბილისის მ. ბალანჩივაძის სახელობის III სამუსიკო სასწავლებლის, ქ. თბილისის ე. მიქელაძის სახელობის საკრავიერი ხელოვნების კოლეჯისა და ქ. თბილისის შოთა მილორავას სახელობის საესტრადო და საცირკო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის უფლებამონაცვლეს.
ბ) წესდების მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კოლეჯის პედაგოგად და კონცერტმაისტერად (გარდა საცირკო-საესტრადო განყოფილებებისა) მუშაობის უფლება აქვს უმაღლესი აკადემიური სამუსიკო განათლების პირს, რომელიც უნდა ეწეოდეს საქმიანობას დიპლომით მითითებული კვალიფიკაციის შესაბამისად.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი ნ. ვაჩეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები