„საქართველოს მთავრობის საქართველოს ეროვნული ბანკისადმი არსებული დავალიანების გადაფორმების შედეგად სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვების, აღრიცხვის, მიმოქცევისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 15 მაისის №444/138 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

  • Word
„საქართველოს მთავრობის საქართველოს ეროვნული ბანკისადმი არსებული დავალიანების გადაფორმების შედეგად სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვების, აღრიცხვის, მიმოქცევისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 15 მაისის №444/138 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 932
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 17/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 165, 17/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 220010060.22.033.016082
  • Word
932
17/12/2010
სსმ, 165, 17/12/2010
220010060.22.033.016082
„საქართველოს მთავრობის საქართველოს ეროვნული ბანკისადმი არსებული დავალიანების გადაფორმების შედეგად სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვების, აღრიცხვის, მიმოქცევისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 15 მაისის №444/138 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
„საქართველოს მთავრობის საქართველოს ეროვნული ბანკისადმი არსებული დავალიანების გადაფორმების შედეგად სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვების, აღრიცხვის, მიმოქცევისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 15 მაისის №444/138 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ერთობლივი ბრძანება №932-№162-01

2010 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის საქართველოს ეროვნული ბანკისადმი არსებული დავალიანების გადაფორმების შედეგად სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვების, აღრიცხვის, მიმოქცევისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზესაქართველოს ფინანსთა მინისტრისა დსაქართველოს ეროვნული ბანკიპრეზიდენტის 2006 წლის 15 მაისი 444/138 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის საქართველოს ეროვნული ბანკისადმი არსებული დავალიანების გადაფორმების შედეგად სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვების, აღრიცხვის, მიმოქცევისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 15 მაისი №444/138 ბრძანებით (სსმ III, 15.05.2006, №65, მუხ. 843) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-2 მუხლის:

 ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების რეესტრი – ელექტრონული ჩანაწერები ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში, სადაც მითითებულია ინფორმაცია სახელმწიფო ობლიგაციების, მათი მფლობელებისა და ნომინალური მფლობელების შესახებ;“;

ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო საიდენტიფიკაციო ნომერი – სახელმწიფო ობლიგაციების ყოველი გამოშვებისათვის (ემისიისათვის) მინიჭებული ISO-6166 სტანდარტის შესაბამისი საერთაშორისო საიდენტიფიკაციო ნომერი.“.

2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები:

„ი) ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემა – ეროვნული ბანკის მიერ ოპერირებადი ელექტრონული სისტემა, სადაც ხდება სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების და მათთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვა და ანგარიშსწორება;

კ) ანგარიშსწორების ანგარიში დროის რეალურ რეჟიმში ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში არსებული მონაწილის სისტემური ანგარიშსწორების ანგარიშისა და ქვეანგარიშების ერთობლიობა, რომელიც შეესაბამება კომერციული ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშს ან სხვა მონაწილის ანგარიშს, რომელთა საშუალებითაც ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში ხორციელდება აღნიშნული სისტემის მონაწილის ფულადი სახსრების განკარგვა (ანგარიშსწორება). ანგარიშსწორების ანგარიშისა და ქვეანგარიშების ერთობლიობა გულისხმობს მათზე აღრიცხული თანხების არითმეტიკულ ჯამს.“.

3. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ყოველი წლის 15 მარტამდე (გარდა 2006 წლისა) სებ-ს წერილობითი ფორმით აცნობებს სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვების (გადაფორმების) პარამეტრების შესახებ, რომლებიც მოიცავს: სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვების მოცულობას, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო საიდენტიფიკაციო ნომერს, გამოშვების თარიღს, ნომინალურ ღირებულებას, კუპონის წლიურ საპროცენტო განაკვეთს, კუპონის გადახდის თარიღებსა და სახელმწიფო ობლიგაციების დაფარვის თარიღს.“.

4. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. სახელმწიფო ობლიგაციების აღრიცხვა

1. ფინანსთა სამინისტროდან მიღებული წერილის საფუძველზე ეროვნული ბანკი აღრიცხავს ორივე სახის ობლიგაციებს ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემის შესაბამის რეესტრებში.

2. სახელმწიფო ობლიგაციების თითოეულ ემისიას ფინანსთა სამინისტრო ანიჭებს ISO-6166 სტანდარტის შესაბამის ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო საიდენტიფიკაციო ნომერს, რომელსაც ეროვნული ბანკი არეგისტრირებს ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში.

3. სახელმწიფო ობლიგაციისათვის მინიჭებული საერთაშორისო საიდენტიფიკაციო ნომერი შედგება შემდეგი 12 სიმბოლოსაგან:

ა) პირველი და მეორე სიმბოლო არის ქვეყნის საერთაშორისო კოდი GE;

ბ) მესამე სიმბოლო არის ემიტენტის, ფინანსთა სამინისტროს აღმნიშვნელი T;

გ) მეოთხე სიმბოლო არის ფასიანი ქაღალდის ტიპის აღმნიშვნელი, ამ დებულებით განსაზღვრული ობლიგაციის, როგორც კუპონური ფასიანი ქაღალდის შემთხვევაში C;

დ) მეხუთე და მეექვსე სიმბოლო არის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის დაფარვის წლის აღმნიშვნელი: დაფარვის წლის ბოლო ორი რიცხვი;

ე) მეშვიდე სიმბოლო არის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის დაფარვის თვის აღმნიშვნელი: 1-დან 9-ის ჩათვლით არის თვეები იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, A არის ოქტომბერი, B არის ნოემბერი, C არის დეკემბერი;

ვ) მერვე და მეცხრე სიმბოლო არის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის დაფარვის დღის აღმნიშვნელი კალენდარული დღის რიცხვი;

ზ) მეათე და მეთერთმეტე სიმბოლო არის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის ემისიის რიგითობის აღმნიშვნელი;

თ) მეთორმეტე სიმბოლო არის საკონტროლო ციფრი (გასაღები), რომელიც გამოითვლება წინა თერთმეტი მონაცემების გათვალისწინებით სტანდარიტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ISO-6166 სტანდარტის შესაბამისად.“.

5. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. სახელმწიფო ობლიგაციებზე კუპონის გადახდა

სახელმწიფო ობლიგაციების კუპონის გადახდის დღეს, ეროვნული ბანკის მიერ ოპერირებადი საგადახდო და ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემის მეშვეობით, კუპონის შესაბამის თანხებს ეროვნული ბანკი ჩამოჭრის სახაზინო სამსახურის ხაზინის ანგარიშსწორების ანგარიშიდან, რის შესახებაც აცნობებს სახაზინო სამსახურს. ეროვნული ბანკი ბანკების ანგარიშსწორების ანგარიშებზე შესაბამისი თანხების ჩარიცხვას განახორციელებს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების რეესტრში არსებული ჩანაწერების მიხედვით.“.

6. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სახელმწიფო ობლიგაციების რეგისტრაცისთან, გასხვისებასთან, დაგირავებასთან და ნომინალურ მფლობელობაში გადაცემასთან დაკავშირებული ოპერაციები აღირიცხება ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში, ამავე სისტემის წესების შესაბამისად.“.

7. მე-7 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო ობლიგაციების დაფარვის დღეს, ეროვნული ბანკის მიერ ოპერირებადი საგადახდო და ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემის მეშვეობით, ნომინალის ღირებულების შესაბამის თანხებს ეროვნული ბანკი ჩამოჭრის სახაზინო სამსახურის ხაზინის ანგარიშსწორების ანგარიშიდან, რის შესახებაც აცნობებს სახაზინო სამსახურს. ეროვნული ბანკი ბანკების ანგარიშსწორების ანგარიშებზე შესაბამისი თანხების ჩარიცხვას განახორციელებს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების რეესტრში არსებული ჩანაწერების მიხედვით.“.

ბ) მე-3– მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

8. ბრძანების №1– №3 დანართები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. 2010 წლის 17 დეკემბრამდე გამოშვებული და მიმოქცევაში არსებული სახელმწიფო ობლიგაციების რეგისტრაციის ნომერი შეიცვალოს ამ ბრძანების მოთხოვნების შესაბამისად და ეროვნული ბანკის მიერ დარეგისტრირდეს ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში.

მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 17 დეკემბრიდან.

. ბაინდურაშვილი

გ. ქადაგიძე