დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,მსოფლიო ბანკის ენერგოშემცველობის ტრანზიტის ინსტიტუციონალური აღმშენებლობის პროექტის საორგანიზაციო კომიტეტის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 2 აპრილის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 54 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/07/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 68, 07/07/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220.090.000.10.003.000.053 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №54
2004 წლის 7 ივლისი
ქ. თბილისი
,,მსოფლიო ბანკის ენერგოშემცველების ტრანზიტის ინსტიტუციონალური აღმშენებლობის პროექტის საორგანიზაციო კომიტეტის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 2 აპრილის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
შეტანილ იქნეს ცვლილება „მსოფლიო ბანკის ენერგოშემცველების ტრანზიტის ინსტიტუციონალური აღმშენებლობის პროექტის საორგანიზაციო კომიტეტის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 2 აპრილის №9 დადგენილებაში და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შეიქმნას საორგანიზაციო კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით:
ნიკა გილაური – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
დავით ინგოროყვა – საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტი
თამარ ლებანიძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
გიორგი ჭანტურია – საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტი
პაატა ჭარაქაშვილი – საქართველოს საინვესტიციო მშენებლობის განვითარების პროექტების განმახორციელებელი რგოლის დირექტორი.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები