დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 878 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 19/09/1997 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, , 19/09/1997 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/02/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
საქართველოს კანონი
„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის („პარლამენტის უწყებანი”, საკანონმდებლო დამატება, №17-18, 9 მაისი, 1997 წ.) 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) დაზვერვის; ამ მუხლის „ვ” ქვეპუნქტი ჩაითვალოს „ზ” ქვეპუნქტად და შემდეგი ქვეპუნქტები ანბანური თანამიმდევრობით დალაგდეს.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
1997 წლის 19 სექტემბერი.
№878–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები