დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | ს.ს "მუხიანი" |
| მიღების თარიღი | 09/03/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110309019, 10/03/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
განცხადება
სს „მუხიანის“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
სააქციო საზოგადოება „მუხიანის“ დირექცია საზოგადოების აქციონერებს გიწვევთ სს „მუხიანის“ აქციონერთა საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2011 წლის 29 მარტს, დღის 12:00 საათზე, შემდეგ მისამართზე: წყალტუბოს რაიონი, სოფ. მუხიანი, სს „მუხიანი”.
სს „ მუხიანის“ კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2011 წლის 9 მარტი.
დღის წესრიგი:
1. სს „მუხიანის“ წლიური ანგარიშის დამტკიცება;
2. დაუზუსტებელი აქციების განაწილება;
3. სს „მუხიანის“ დირექტორის განცხადების განხილვა;
4. სხვადასხვა.
აქციონერებს შეგიძლიათ კრების ჩატარებამდე 10 დღით ადრე წერილობით წარმოადგინოთ თქვენი საკითხები და მოსაზრებები, რომელიც განხილულ იქნება სართო კრებაზე.
კრებაში მონაწილეობის უფლება და თქვენს განკარგულებაში არსებული ხმების რაოდენობა სააღრიცხვო დღის მდგომარეობით შეგიძლიათ შეამოწმოთ სს „საქართველოს რეგისტრატორში”, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 74-ა, ტელ: 25-15-60; 22-53-51.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ სს „მუხიანი” მისამართზე: წყალტუბოს რაიონი, სოფ. მუხიანი.
აქციონერთა კრების მუშაობაში აქციონერი მონაწილეობას იღებს პირადობის მოწმობის და აქციათა რეესტრის საფუძველზე.
სს „მუხიანის“ დირექტორი თ. ხარშილაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები