დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/03/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110309005, 09/03/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/07/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010130000.22.027.016106 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №35
2011 წლის 9 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებით (სსმ III, 2004წ., №132, მუხ. 1163) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-5 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თუ პირი პირველად იღებს პირადობის (ბინადრობის) მოწმობას და არ გააჩნია მანამდე გაცემული სხვა ფოტოსურათიანი საბუთი ან ვერ დგინდება პირის იდენტურობა განცხადება-ანკეტაზე არსებულ სურათთან ხანდაზმულობის ან სხვა მიზეზის გამო, პირადობის (ბინადრობის) მოწმობაში ჩასაკრავად განკუთვნილ ფოტოსურათზე გამოსახული პირის იდენტურობა წარდგენილ ფოტოსურათთან წერილობით შეიძლება დაადასტუროს ნებისმიერმა სრულწლოვანმა პირმა. საბავშვო დაწესებულების ხელმძღვანელი, ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი, რწმუნებული, უბნის ინსპექტორი, პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სამხედრო ნაწილის მეთაური, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა დადასტურებას ამოწმებენ შესაბამისი ბეჭდით.“;
ბ) მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) თუ იძულებით გადაადგილებულ პირს არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი საბუთი, იგი წარადგენს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი წარმომადგენლობის ან ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოს დასკვნას მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის თაობაზე;”.
2. მე-8 მუხლის 33 და 34 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„33. პირი, რომელიც რეგისტრირებული იყო ცხინვალის რეგიონის ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე და რომელიც მოხსნილ იქნა რეგისტრაციიდან ამ ინსტრუქციის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, მიღების ან აღდგენის შემთხვევაში შეიძლება დარეგისტრირდეს იმავე მისამართზე მხოლოდ მისივე განცხადების საფუძველზე.
34. პირი, რომელიც რეგისტრირებული იყო ცხინვალის რეგიონში ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე და რომელიც მოხსნილ იქნა რეგისტრაციიდან ამ ინსტრუქციის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში შეიძლება დარეგისტრირდეს იმავე მისამართზე მხოლოდ მისივე განცხადების საფუძველზე.“
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები