„ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
„ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები ქედის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/02/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110309002, 22/03/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 25/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.134.016024
  • Word
5
28/02/2011
ვებგვერდი, 110309002, 22/03/2011
010260020.35.134.016024
„ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ქედის მუნიციპალიტეტი

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

 2011 წლის 28 თებერვალი

დ. ქედა

„ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. „ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №35 დადგენილებაში (სსმ V, №65, 17.12.2010 წ., მუხ. 1957) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების II თავის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნ;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების III თავის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნ;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების III თავის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,ე) აწარმოოს ახალი და სარეკონსტრუქციო, გარემოსდაცვითი და სხვა სამეურნეო ობიექტების (რომლებიც თავიანთი საწარმოო საქმიანობით ზემოქმედებენ გარემოზე) მშენებლობის და ექსპლუატაციაში მიღების დადგენილი ვადების შესრულებაზე, აგრეთვე მათი მშენებლობის პროექტებით და სახელმწიფო ექსპერტიზის დასკვნებით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე ღონისძიებების შესრულებაზე კონტროლი;“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების IV თავის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ლ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილის 1191, 146,1 148, 150, 150,1 152, 153,4 159, 1591 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს;“;

ე) დადგენილებით დამტკიცებული დებულების V თავის მე-5 მუხლის 2-პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სამსახურის ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამსახურეობრივი უფლებამოსილების დამადასტურებელ მოწმობებზე, სავიზიტო ბარათებზე, ბეჭდვით გამოცემებზე, სპეცტრანსპორტზე, უნიფორმაზე.“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                     ბ. დიასამიძე