დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1371 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 01/05/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 19-20, 30/05/1998 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს 1996 წლის 29 მაისის კანონში (პარლამენტის უწყებანი, №17, ივლისი) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტს სიტყვის „აქციზი” შემდეგ დაემატოს სიტყვები “გარდა საავტომობილო ბენზინის აქციზის თანხებისა, რომლებიც მიიმართება სახელმწიფო საგზაო ფონდში”.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 38-ე მუხლი:
„მუხლი 38. გარდამავალი დებულებანი
საავტომობილო ბენზინის აქციზის თანხები 1999 წლის 1 იანვრამდე თანაბრად ნაწილდება ცენტრალურ ბიუჯეტსა და სახელმწიფო საგზაო ფონდს შორის.”
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე.
თბილისი,
1998 წლის 1 მაისი.
№1371-IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები