,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 49
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/06/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 60, 14/06/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 19/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.050
  • Word
49
12/06/2004
სსმ, 60, 14/06/2004
010.240.030.10.003.000.050
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 49

2004 წლის 12 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის 39 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის 39 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულებაში (სსმ III, 2004 წ., 54, მუხ. 462) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულებიდან ამოღებულ იქნეს მე-8 მუხლის „პ“ ქვეპუნქტი და, შესაბამისად, მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 8

სამინისტროს სტუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების მეთოდოლოგიის სამსახური;

ბ) გრანტების, ჰუმანიტარული და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტი;

გ) ინფორმაციის დაცვის განყოფილება;

დ) ინფორმატიკის სამსახური;

ე) იურიდიული დეპარტამენტი;

ვ) კადრების სამსახური;

ზ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური;

თ) მინისტრის აპარატი;

ი) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაციის, სათამაშო ბიზნესისა და ექსპერტიზა-უტილიზაციის დეპარტამენტი;

კ) საბიუჯეტო დეპარტამენტი;

ლ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;

მ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების სამსახური;

ნ) სამინისტროს კანცელარია;

ო) საფინანსო სამსახური;

პ) სახელმწიფო საგარეო ვალის დეპარტამენტი;

ჟ) სახელმწიფო ქონების ფინანსური მართვისა და არასაგადასახადო შემოსავლების აღრიცხვის დეპარტამენტი;

რ) სახელმწიფო საშინაო ვალის დეპარტამენტი;

ს) ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტი.“.

2. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 27

საბიუჯეტო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და საშუალოვადიანი საბიუჯეტო პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით წინადადებების, ანალიზური მასალებისა და საპროგნოზო გაანგარიშების მომზადება;

ბ) საბიუჯეტო პროცესის მარეგულირებელი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

გ) წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის მომზადება და ამ მიზნით საჭირო სამუშაოების ორგანიზება და შესრულება, ამ კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტის მომზადება;

დ) დასაგეგმი წლის დაწყებამდე წლიური საბიუჯეტო კანონის მიუღებლობის შემთხვევაში „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მხარჯავი დაწესებულებებისა და სპეციალური სახელმწიფო ფონდებისათვის გასაცემი თანხების შესახებ წინადადებათა მომზადება;

ე) წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის მომზადება და ამ მიზნით სამუშაოთა ორგანიზება და შესრულება;

ვ) წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის მიხედვით განსაზღვრული წლიური ასიგნებების ფარგლებში ამ ასიგნებების კვარტალური გაწერის პროექტის მომზადება და მინისტრის ბრძანების მიხედვით თითოეული მხარჯავი დაწესებულებისათვის მიწოდება;

ზ) მინისტრის მიერ დადგენილი წესის თანახმად მხარჯავი დაწესებულებებისათვის ან სპეციალური სახელმწიფო ფონდისათვის გამოყოფილი ასიგნებების მთლიანი ოდენობიდან თანხების ერთ ან მეტ ასიგნებაზე დანაწილების შესახებ წინადადების მომზადება;

თ) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მიხედვით განსაზღვრულ შემთხვევაში საგანგებო ბიუჯეტის პროექტის მომზადება და ამ მიზნით საჭირო სამუშაოების ორგანიზება და შესრულება;

ი) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად საბიუჯეტო კლასიფიკაციის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

კ) სახელმწიფო ხაზინასთან ერთად ყოველთვიური ოპერატიული ფინანსური გეგმის პროექტის მომზადება;

ლ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინსტრუქციების მიხედვით სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად სახელმწიფო ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური შესრულების ანგარიშისა და ანგარიშების პროექტების მომზადება;

მ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, სხვა ტერიტორიული ერთეულების საბიუჯეტო პოლიტიკის ძირითადი დებულებებისა და მათი შემდგომი სრულყოფის თაობაზე წინადადებათა შემუშავება;

ნ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისადმი საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის სფეროში მეთოდური ხელმძღვანელობა და პრაქტიკული დახმარების გაწევა;

ო) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შესრულების ანგარიშგების შედგენისა და წარდგენის წესის, ვადებისა და ფორმების შემუშავება;

პ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, სხვა ტერიტორიული ერთეულების ნაერთი ბიუჯეტების შემოსავლებისა და ხარჯების ყოველთვიური, ყოველკვარტალური და ყოველწლიური აღრიცხვა და ანგარიშგების შედგენა;

ჟ) სახელმწიფო გადასახადებიდან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ და გადასაცემი ტრანსფერების თაობაზე წინადადებებისა და სათანადო ნორმატიული აქტების მომზადება, შემუშავება.“.

3. დებულებიდან ამოღებულ იქნეს 32-ე მუხლი.

4. დადგენილება ამოქმედდეს 2004 წლის 20 ივლისიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია