„საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 965
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/11/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 22/08/2001
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
965
11/11/1997
პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997
000000000.00.000.000000
„საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

„საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. ,,საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 1 სექტემბრის კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995 წ. №№31-33, მუხ. 671) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. კანონის სათაურში სიტყვა ,,რესპუბლიკის” შეიცვალოს სიტყვით ,,ორგანული”.

2. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. პარლამენტის ახალარჩეული წევრი ვალდებულია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულად ცნობის მომენტიდან პარლამენტის მიერ უფლებამოსილების დადასტურების მომენტამდე შეწყვიტოს ამ მუხლით აკრძალული სამსახური და განთავისუფლდეს ადრე დაკავებული თანამდებობიდან”; ამავე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

,,5. პარლამენტის იმ ახალარჩეული წევრის სახელი და გვარი, რომელიც დაარღვევს საარჩევნო კანონმდებლობას, არ შეიტანება პარლამენტისათვის წევრთა უფლებამოსილების დასადასტურებლად წარდგენილ ერთიან სიაში”; ამასთან, მე-5 პუნქტი ჩაითვალოს მე-6 პუნქტად და სიტყვების ,,გასვლის ან” შემდეგ დაემატოს სიტყვები ,,პირადი განცხადების საფუძველზე”.

3. 58-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში სიტყვები ,,მმართველობის ადგილობრივი” შეიცვალოს სიტყვებით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის”.

II. დადასტურებულ იქნეს ,,საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ” საქართველოს კანონის, როგორც ორგანული კანონის მართლზომიერება.

III. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                                 ე. შევარდნაძე

თბილისი,

1997 წლის 17 ოქტომბერი.

№965–Iს