დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 06 |
| დოკუმენტის მიმღები | ქობულეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110307127, 17/03/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240120100.35.131.016033 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (17/03/2011 - 17/06/2011)
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №06
2011 წლის 25 თებერვალი
ქ. ქობულეთი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის, „რეკლამის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 261 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. შემოღებულ იქნეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა.
2. დამტკიცდეს „ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესი” თანახმად დანართისა.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ” ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 10 ივლისის №17 დადგენილება.
4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. ბერაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები