დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 3 სექტემბრის №12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 07 |
| დოკუმენტის მიმღები | ქობულეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110307126, 17/03/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.131.016034 |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №7
2011 წლის 25 თებერვალი
ქ. ქობულეთი
„ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 3 სექტემბრის №12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. „ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 3 სექტემბრის №12 დადგენილებაში (სსმ V, №27, 20.09.2010 წ., მუხ.750 ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
2. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ადმინისტრაციული სამსახურის შემადგენლობაში შედის ასევე:
ა) გამგებლის თანაშემწე;
ბ) მთავარი სპეციალისტი.“
3. ამოღებულ იქნეს თავი V.
4. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
3. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან/და გათავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება გამგებლის სამართლებრივი აქტის საფუძველზე დროებით ეკისრება განყოფილების მთავარ სპეციალისტს.“.
5. მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ დებულების შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საშტატო ნუსხით განყოფილების შემადგენლობაში დგინდება შემდეგი თანამდებობები:
ა) განყოფილების უფროსი;
ბ) მთავარი სპეციალისტი;
გ) წამყვანი სპეციალისტი.“.
6. მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან/და გათავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება გამგებლის სამართლებრივი აქტის საფუძველზე დროებით ეკისრება ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს’’.
6. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17
ამ დებულების შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საშტატო ნუსხით განყოფილების შემადგენლობაში დგინდება:
ა) განყოფილების უფროსი;
ბ) ტექნიკური პერსონალი;
გ) მძღოლი;
დ) დამლაგებელი.“
7. მე-VIII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი VIII
გამგებლის თანაშემწე’’.
8. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის შემადგენლობაში შედის ასევე გამგებლის თანაშემწე, რომლის რაოდენობა განისაზღვრება ადმინისტრაციული სამსახურის საშტატო განრიგით.’’.
9. ამოღებულ იქნეს მე-20 მუხლი.
10. ამოღებულ იქნეს თავი IX.
11. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. ბერაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები