დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურული და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | ქობულეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110307123, 17/03/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/11/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.131.016037 |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №10
2011 წლის 25 თებერვალი
ქ. ქობულეთი
„ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურული და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. „ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურული და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №30 დადგენილებაში (სსმ 12.01.2011 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
2. დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურული და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 11 იანვრის №15 დადგენილება.’’
3. 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1
3. არქიტექტურული და სივრცითი მოწყობის სამსახური შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 აგვისტოს №8 დადგენილების შესაბამისად.“.
4. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4
4. არქიტექტურული და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან/და გათავისუფლებისას, უფროსის მოვალეობის შესრულება გამგებლის სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეკისრება სამსახურის ერთ-ერთ წამყვან სპეციალისტს.’’.
5. ამოღებულ იქნეს თავი V.
6. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. ბერაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები