"ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები ქობულეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/02/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110307120, 17/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.131.016040
  • Word
13
25/02/2011
ვებგვერდი, 110307120, 17/03/2011
010260020.35.131.016040
"ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ქობულეთის მუნიციპალიტეტი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2011 წლის 25 თებერვალი

ქ. ქობულეთი

„ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. „ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №33 დადგენილებაში (სსმ 12.01. 2011 წ. ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

2. 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1.

3. იურიდიული სამსახური შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 აგვისტოს №8 დადგენილების შესაბამისად.“.

3. მე-2 მუხლის „ა’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2.

ა) გამგებლისათვის ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე სამართლებრივი აქტების წარდგენის ინიციატივის განხორციელებაში ხელშეწყობა;“.

4. მე-3 მუხლის „ა’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3.

ა) ახორციელებს იმ სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას, რომელიც გამგებლის მიერ საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე არის ინიციირებული’’.

5. მე-3 მუხლის „ბ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3.

ბ) კოორდინაციას უწევს გამგებლის მიერ საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე წარსადგენი სამართლებრივი აქტების პროექტების საბოლოო რედაქციის შემუშავებას და ამზადებს სათანადო დოკუმენტაციას;’’.

6. ამოღებულ იქნეს თავი VI.

7. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე           ნ. ბერაძე