"ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ “ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 6 იანვრის №01 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ “ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 6 იანვრის №01 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები ქობულეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/02/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110307118, 17/03/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 02/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 040090000.35.131.016042
  • Word
15
25/02/2011
ვებგვერდი, 110307118, 17/03/2011
040090000.35.131.016042
"ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ “ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 6 იანვრის №01 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ქობულეთის მუნიციპალიტეტი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №15

2011 წლის 25 თებერვალი

ქ. ქობულეთი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 6 იანვრის 01 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 6 იანვრის №-01 დადგენილებაში (სსმ V, 11.01.2011 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

2. მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის „დ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) აქციების ან აქციათა პაკეტის (წილის) საწყის ფასს და წილს საზოგადოების კაპიტალში’’.

3. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში).“.

4. ამოღებულ იქნეს მუხლი 5.

5. ამოღებულ იქნეს მე-6 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები.

6. მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას გამყიდველისა და მყიდველის მიერ ხელმოწერილი აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებას.’’.

7. მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თუ აუქციონი გამოცხადებული იყო პირობების გარეშე, ოქმი (ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება) უნდა შეიცავდეს ამ დებულების მე-7 მუხლის მოთხოვნებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას’’.

8. მე-6 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. თუ გამოცხადებული იყო აუქციონი პირობებით, ოქმი (ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება) უნდა შეიცავდეს გამყიდველის მიერ დადგენილ საპრივატიზებო პირობებს, თანხის გადახდის ვადებს და ამ დებულების მე-8 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას მათ შორის პირგასამტეხლოს’’.

9. მე-6 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ოქმის (ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების) მოქმედების პერიოდში ქონების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასის სრულად დაფარვამდე მყიდველს ქონება გადაეცემა მფლობელობაში და სარგებლობაში, ხოლო აქციები ან წილი მართვის უფლებით, თუ ოქმით (ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული’’.

10. მე-6 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრების უფლება გამყიდველის მიერ მყიდველს გადაეცემა ქონების საბოლოო ნასყიდობის ფასის სრულად დაფარვის შემდეგ, შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტიდან. ხოლო პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში საკუთრების მოწმობა გაიცემა ოქმით (ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებით) ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით თუ გამარჯვებული პირი დათქმულ ვადაში არ გადაიხდის საბოლოო თანხას, აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულ პირს გადახდილი ,ბე არ უბრუნდება’’.

11. მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია, შეძენილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ოქმით (ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებით) ნაკისრი ვალდებულებები (აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათ შესრულებაზე გამყიდველის მოთხოვნისთანავე და 6 თვეში ერთხელ წარუდგინოს ინფორმაცია გამყიდველს. შესაძლებელია ოქმით (ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებით) გათვალისწინებულ იქნეს ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადა’’.

12. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გამყიდველის მიერ მყიდველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მყიდველის მიერ პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმით (ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებით). ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს გამყიდველს’’.

13. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ოქმით (ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებით) ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან’’.

14. მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ოქმით (ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებით) ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ოქმით (ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებით) სააუქციონო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:

) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0.1 % დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

) მყიდველის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0.05 %’’.

15. მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ოქმით (ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებით) გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად’’.

16. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე            ნ. ბერაძე