დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ქუთაისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების წესების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2008 წლის 4 აპრილის №153 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 97 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი |
| მიღების თარიღი | 25/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110307114, 18/03/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.123.016049 |
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს
დადგენილება №97
2011 წლის 25 თებერვალი
ქ. ქუთაისი
„ქალაქ ქუთაისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების წესების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2008 წლის 4 აპრილის № 153 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. „ქალაქ ქუთაისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების წესების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2008 წლის 4 აპრილის №153 დადგენილების №1 დანართის მე-20 მუხლში ცხრილი №1 შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი მონაცემების გათვალისწინებით:
| № | ფუნქციური და ტერიტორიულ-სტრუქტურული ზონები | მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტი K–1 | მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი K-2 |
| 1 | ს ზ–1 | 0,8 | 3,5 |
| 2 | ს ზ–2 | 0,8 | 4,5 |
| 3 | ს ზ–3 | 0,8 | 8,0 |
მუხლი 2. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა.ხვადაგიანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები