„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიული განვითარების საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიული განვითარების საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 95
დოკუმენტის მიმღები თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
მიღების თარიღი 25/02/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110307112, 18/03/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 17/06/2013
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.123.016047
  • Word
95
25/02/2011
ვებგვერდი, 110307112, 18/03/2011
010260030.35.123.016047
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიული განვითარების საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიული განვითარების საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს

დადგენილება 9 5

2011 წლის 2 5 თებერვალი     

ქ. ქუთაისი 

თვითმმართველი ქალაქის ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულისეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიული განვითარების საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის 13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 22 - მუხლის 1-ლი პუნქტისქვეპუნქტის, 44-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1.

შეტანილ იქნეს „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიული განვითარების საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №13 დადგენილებაში შემდეგი ცვლილებები:

1. შეიცვალოს დადგენილების სათაური და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: თვითმმართველი ქალაქის ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულისეკონომიკური სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ.

2. დადგენილების 1-ლ და მე-2 მუხლებში ფრაზა: „ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიული განვითარების საქალაქო სამსახურის“ შეიცვალოს ფრაზით: „ეკონომიკური სამსახურის”.

3. შეიცვალოს დადგენილების №1 და №2 დანართები და ჩამოყალიბდეს ისინი თანდართული რედაქციით .

    მუხლი 2.

დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნების­თანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე       ა.ხვადაგიანი

დანართი I

თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული

 ერთეულის – ეკონომი­კური სამსახურის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

მუხლი I. ზოგადი დებულებები

1. ეკონომიკური სამსახური (შემდგომში – სამსახური ) არის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე შექმნილი თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც არსებული კანონმდებლობის საფუძველზე, ხელს უწყობს ერთიანი ეკონომიკურ პოლიტიკის გატარებას, უზრუნველყოფს სოციალურ -ეკონომიკური განვითარების ყოველწლიური პროგრამების პროექტების შემუშავებას, ადგილობრივი ქონების შექმნას და განკარგვას;

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობ­რივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს კანონებისა და მათგან გამომდინარე, სხვა ნორმატიული აქტების, აგრეთვე, საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის სამართლებრივი აქტების საფუძველზე, დადგენილი წესის შესაბამისად;

3. სამსახური ანგარიშვალდებულია ქალაქ ქუთაისის მერის წინაშე;

4. სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს ქალაქ ქუთაისის საკრებულო;

5. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობის, საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, მოსახლეობის წინაშე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულების, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების, თავის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით;

6. სამსახურს აქვს დებულება, დოკუმენტების სარეგისტრაციო შტამპი, ბლანკი, ბეჭედი 6 სახელწოდების აღნიშვნით;

7. სამსახურის დაფინანსების წყაროა თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი;

8. სამსახურის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს ქალაქ ქუთაისის მერი;

9. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქალაქი ქუთაისი, რუსთაველის გამზირი 3.

მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

სამსახურის სტრუქტურა შედგება უფროსის, სამსახურის უფროსის მოადგილეების, ქონების მართვის და განკარგვის განყოფილებისა და დარგის სპეციალისტებისაგან.

    მუხლი 3. სამსახურის ძირითადი ფუნქციები

1.    სამსახურის ძირითადი ფუნქციაა, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელების ხელშეწყობა;

2.    თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შედგენაში მონაწილეობის მიღება, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოებისათვის შესაბამისი საკონსულტაციო დახმარების გაწევა, თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების პროექტების შედგენის უზრუნველსაყოფად მითითებებისა და წერილების მომზადება;

3.    თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის საშემო­სავლო ნაწილის საპროგნოზო და ბიუჯეტით გათვალის­წინებული ხარჯებით მისაღები შედეგების თაობაზე წინადადებების მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში;

4.    საბიუჯეტო პროგრამებისა და გეგმების პროექტების შემუშავება, ამ პროგრამების განსახორციელებლად თანხებისა და სხვა მატერიალური რესურსების მოზიდვის ორგანიზება, კომპეტენციის ფარგლებში;

5.    საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრა, მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებების მომზადება და მათი განხორციელების კოორდინირება, კომპეტენციის ფარგლებში;

6.    განხორციელებული ინვესტიციებისა და გაწეული ფინანსური დახმარებების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, კანონით დადგენილი წესით, მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი;

7.    დადგენილი ტარიფების რეგულირების ორგანიზების მიზნით, საბიუჯეტო სუბსიდიების გაანგარიშება, რეგულირებადი ფასების დონისა და დინამიკის გაანალიზება, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

8.    ადგილობრივ საბიუჯეტო საკითხებზე – ადგილობრივ გადასახადებსა და მოსაკრებ­ლებზე წინადადებების მომზადება;

9.    თვითმმართველი ერთეულის სახელით დასადები ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტებზე შესაბამისი დასკვნების მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში;

10.         თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის უფლებრივი ზონირების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხებზე პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

11.         მუნიციპალური საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შექმნის, რეორგანიზებისა და ლიკვიდაციის, მათ წესდებებში ცვლილებების შეტანის, აგრეთვე, საწარმოთა საწესდებო კაპიტალის ცვლილებების შესახებ წინადადებების მომზადება;

12.         მუნიციპალურ საწარმოებში „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დამფუძნებლისათვის მინიჭებული )პარტნიორის, აქციონერის) უფლებამოსილების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადება, კანონით დადგენილი წესით;

13.         თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებულ საწარმოთა საქმიანობის შედეგად მიღებული მოგებიდან თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის კუთვნილი დივიდენდების მობილიზება და მათი შემდგომი ზრდისთვის სათანადო ღონისძიებების გატარება; საწარმოთა წმინდა მოგებისა და სხვა შემოსავლების განაწილების თაობაზე, ნორმატივების განმსაზ­ღვრელი დოკუმენტების პროექტების მომზადება;

14.         საწარმოებში თვითმმართველი ერთეულის, როგორც პარტნიორის წარმომ­ადგენელთა დანიშვნა–არჩევის საკითხებთან დაკავშირებით წინადადებებისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტის მომზადება;

15.         „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირდაპირი მიყიდვის, პირდაპირი განკარგვის ან აუქციონის წესით განკარგვის მიზნით მიწის ნაკვეთების შესაბამის სტრუქტურაში განსახილველად წარდგენა;

16.         ქალაქ ქუთაისის სივრცით–ტერიტორიული მოწყობისა და მიწათსარგებლობის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში;

17.         საგარეო–ეკონომიკური ურთიერთობების, ურთიერთთანამშრომლობის განვითარება და გაღრმავება;

18.         ქალაქის ეკონომიკური პოტენციალის წარმოჩენა; ეკონომიკური, ბიზნესისა და მეგობრული კავშირების მხარდაჭერა;

19.         საერთაშორისო და საგარეო–ეკონომიკური საქმიანობის, ხელშეკრულების და კონტრაქტების პროექტების ექსპერტიზა და მომზადება;

20.         არსებული საკანონმდებლო ბაზის მიხედვით წერტილოვანი თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნის რეკომენდაციების შემუშავება და განხორციელების მხარდაჭერა, კომპეტენციის ფარგლებში;

21.         ქალაქში წარმოებული პროდუქციის მომსახურებისათვის სპეციალიზებული გამოფენების, პრეზენტაციების, სიმპოზიუმების და სხვა სარეკლამო ღონისძიებების ჩატარების სტიმულირება. საერთაშორისო გამოფენებში, ბაზრობებში, სემინარებსა და აუქციონებში მონაწილეობის აქტიური მხარდაჭერა;

22.         თანამედროვე ტექნოლოგიების და სახალხო მოხმარების საქონლის შექმნის, დანერგვის და მიწოდების მიზნით ორგანიზაციებისათვის, საწარმოებისათვის და კერძო პირთათვის საზღვარგარეთ საქმიანი პარტნიორების მოძებნა და კონტაქტების დამყარება;

23.         ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობის ახალი ფორმების შექმნის, გაფართოვების და გაღრმავების ხელშეწყობა დაძმობილებულ ქალაქებთან. მათთან ეკონომიკური პროექტების განხორციელების მიზნი წინადადებების მომზადება. ერთობლივი საწარმოების და სხვა ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის ფორმების დამკვიდრება;

24.         ქალაქის სამეწარმეო პოტენციალის გათვალისწინებით შიდა და საგარეო ბაზარზე ორიეტირებული ბიზნეს გეგმების შექმნის და რეალიზაციის მხარდაჭერა, როგორც ადგილობრივი ასევე უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის;

25.         ინვესტორებთან ურთიერთობის კოორდინაცია, ხელშემწყობი პროექტების შემუშავება, ინვესტორებისათვის ქალაქ ქუთაისის ბიზნეს პორტალის შექმნა და ადვოკატირება.

26.         ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის შესაქმნელად სპეციალური პროგრამების შემუშავება;

27.         ტურიზმისა და საკურორტო საქმიანობის (ტურისტული პროდუქტის კვლევის მარკეტინგისა და მენეჯმენტის) სფეროში მომზადებისა და გადამზადების პროგრამების შემუშავება აღნიშნულ სფეროში დასაქმების პრობლემების გადაწყვეტის მიზნით;

28.         ტურიზმის ხელშეწყობა საქართველოში უცხოელი ინვესტორების დაინტერესებისა და ქართული ბიზნეს გარემოს უკეთ გაცნობისათვის;

29.         ქალაქში ტურიზმის განვითარების გეგმის, ინფრასტრუქტურის განვითარების კომპლექსური პროგრამის შექმნა და განხორციელების მხარდაჭერა;

30.         უცხოეთში მცხოვრებ ქართველ დიასპორასთან ეკონომიკური ურთიერთობის დარბაზის )ცენტრის) შექმნა და მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა ქალაქის სოციალურეკონომიკური საკითხების გადაწყვეტაში;

31.         ციფრული ტექნოლოგიების, ელექტრონული კომერციისა და ბიზნეს კომუნიკაციების განვითარება; საინფორმაციო სისტემების მონაცემთა ბაზის შექმნა და ინფორმაციის თავისუფალი გაცვლის მხარდაჭერა ერთობლივი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა;

32.         ახალგაზრდული ეკონომიკური პროექტების, პროგრამებისა და სხვა ბიზნეს ინიციატივების მხარდაჭერა;

33.         ქალაქის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ეკონომიკური პროგრამის შექმნა და განხორციელება.

34.         მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარება საკანონმდებლო, სამართლებრივი და ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტაში;

35.         მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტიმულირება;

36.         მონაწილეობის მიღება სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში;

37.         მიღებული კორესპოდენციის განხილვა და შესწავლა;

38.         ქალაქ ქუთაისის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის დავალებების შესრულება;

    მუხლი 4. ქონების მართვის და განკარგვის განყოფილების ფუნქციები

1.    თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკუთრებაში არსებული ქონების (მათ შორის, არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების) რეგისტრაციისათვის წინადად­ებების შემუშავება, ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტის ხელშეწყობა და შესაბამისი დოკუმენტების მომზადება;

2.    თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში რეგისტრირებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნუ­ლების მიწის ნაკვეთების საკუთრებაში ან სარგებლობაში (იჯარა, აღნაგობა, უზუფრუქტი, თხოვება, ქირავნობა) აუქციონის ფორმით გადაცემის მიზნით, აუქციონის ორგანიზება და შესაბამისი დოკუმენტების მომზადება;

3.    საკუთრებაში ან სარგებლობაში (იჯარა, აღნაგობა, უზუფრუქტი, თხოვება, ქირავნობა) თვითმმართველი ერთეულის ქონების )მათ შორის არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების) გადაცემასთან დაკავშირებით ხელშეკრულებებისა და საკუთრების მოწმობების მომზადება. ასევე, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

4.    საკუთრებაში ან სარგებლობაში (იჯარა, აღნაგობა, უზუფრუქტი, თხოვება, ქირავნობა) თვითმმართველი ერთეულის ქონების, მათ შორის: არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების) გადაცემასთან დაკავშირებით ხელშეკრულებების პროექტების მომზადება. ასევე, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

5.    იჯარით გაცემული არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ ინფორმაციის მიწოდება თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის შესაბამისი სამსახურისათვის;

6.    ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის, ქალაქ ქუთაისის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის ორგანიზებისა და სააუქციონო კომისიაში მუშაობა, კომისიის საინფორმაციო, მეთოდური და ორგანიზაციული საკითხების კოორდინირება;

7.    თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიაში მუშაობა, კომისიის საინფორმაციო, მეთოდური და ორგანიზაციული საკითხების კოორდინირება;

8.    თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვა–რეგისტრაცია და მის მიზნობრივ გამოყენებაზე კონტროლის განხორციელება, კომპეტენციის ფარგლებში;

9.    წინადადებების მომზადება ადგილობრივი ქონების კატეგორიის შესახებ;

10.         წინადადებებისა და შესაბამისი დოკუმენტების პროექტების მომზადება სახელ­მწიფო საკუთრებაში არსებული იმ ქონების თვითმმართველი ერთეულისათვის გადმოცემის შესახებ, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ექვემდებარება თვითმმართველ ერთეულზე გადმოცემას, გადმოცემის პროცესის ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა კომპეტენციის ფარგლებში.

მუხლი 5. სამსახურის უფლება -მოვალეობები

1. სამსახურს უფლება აქვს:

) მიიღოს ინფორმაცია საჯარო დაწესებულებებიდან, თვითმმართველ ქალაქ ქუთაისს დაქვემდებარებული საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან, თავის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, დადგენილი წესით;

ბ) მოამზადოს წინადადებები სამსახურის წლიური ხარჯების თაობაზე და აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი ხარჯების გაწევის შესახებ, კომპეტენციის ფარგლებში;

გ) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში წარსადგენი სარჩელის მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში;

დ) მოამზადოს წინადადებები და მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე, კომპეტენციის ფარგლებში;

ე) მონაწილეობა მიიღოს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, კომპეტენციის ფარგლებში;

ვ) ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მედიასაშუალებებთან, იზრუნოს საზოგადოების სისტემატურ ინფორმირებაზე სამსახურის საქმიანობასთან და სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით;

ზ) დადგენილი წესით განახორციელოს ყველა აუცილებელი ქმედება, რაც დაკავშირებულია დებულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულებასთან.

2. სამსახური ვალდებულია:

ა) პასუხი აგოს მისთვის გადაცემული ქონების შენახვასა და მოვლა-პატრონობაზე;

ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონ­მდებ­ლობისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოთხოვნები, უზრუნველყოს ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება;

გ) ანგარიში წარუდგინოს ქალაქ ქუთაისის მერს თავისი საქმიანობის შესახებ;

დ) წარუდგინოს მერიის სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილებას ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ხარჯვასთან დაკავშირებული დოკუმენტები;

ე) მოამზადოს ინფორმაციები თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ოფიციალურ ვებ–გვერდზე )www.kutaisi.gov.ge ) განთავსების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში;

ვ) დაიცვას ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული შინაგანაწესი.

მუხლი 6.     სამსახურის უფროსი

1. სამსახურის საქმიანობას ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (საჯარო მოხელე) და რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ ქუთაისის მერი.

2. სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის მიერ სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

ბ) ამზადებს და აწვდის წინადადებებს ქალაქ ქუთაისის მერს, სამსახურის საშტატო ნუსხის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისათვის დასამტკიცებლად წარსადგენად;

გ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;

დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვწესს, ფორმებსა და მეთოდებს, შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის მუშაობის სრულყოფის თაობაზე;

) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;

 ) ქმნის სამსახურის თანამშრომლებისათვის მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისა და შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს;

 ) ამზადებს წინადადებებს სამსახურის მატერიალურ – ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით;

) შეიმუშავებს და წარუდგენს ქალაქ ქუთაისის მერს სამსახურის თანამრომელთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს, ამ დებულებით განსაზღვრული სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისათვის დასამტკიცებლად წარსადგენად;

) წარუდგენს მერს წერილობით ინფორმაციას მოსამსახურეთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარსადგენად;

) წარუდგენს მერს წინადადებებს სამსახურის მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულებების, მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;

) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

­3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს სამსახურის უფროსის მოადგილე, ხოლო მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, მის მოვალეობებს ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.

    მუხლი 7. სამსახურის თანამშრომლები

1. სამსახურის თანამშრომლები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეები, რომელთა თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება ხდებასაჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით, ქალაქ ქუთაისის მერის მიერ.

2. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ:

) დააყენონ ხელმძღვანელობის წინაშე საკითხი მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;

) ისარგებლონ საინფორმაციო-საკომუნიკაციო და კომპიუტერული ტექნიკით, სხვა­დასხვა ტექნიკური საშუალებებით;

მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;

) ისარგებლონსაჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონით გათვალის­წინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.

3. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან:

შეასრულონ და დაიცვანსაჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები;

) შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;

იზრუნონ თავისი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად;

შეასრულონ და დაიცვან შინაგანაწესის მოთხოვნები.

4. სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობები განისაზღვრება საჯარო სამსახურის თანამდებობრივი რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულების შესაბამისად მიღებული ქალაქ ქუთაისის საკრებულოს დადგენილებითა და ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხით.

მუხლი 8.     სამსახურის ქონება

სამსახურის სარგებლობაში არსებული ქონება წარმოადგენს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკუთრებას.

მუხლი 9.     დასკვნითი დებულებები

სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება კანონით დადგენილი წესით.


 

 

 

დანართი 2

თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის ­– ეკონომიკური სამსახურის ბეჭდის ნ ი მ უ შ ი

 

 

212721170,თვითმმართველი  ქალაქის – ქუთაისის  მერიის  ეკონომიკური სამსახური