„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2011 წლის ბიუჯეტის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 15 დეკემბრის №57 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2011 წლის ბიუჯეტის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 15 დეკემბრის №57 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 94
დოკუმენტის მიმღები თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
მიღების თარიღი 25/02/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110307111, 18/03/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.123.016046
  • Word
94
25/02/2011
ვებგვერდი, 110307111, 18/03/2011
190020020.35.123.016046
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2011 წლის ბიუჯეტის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 15 დეკემბრის №57 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი

თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს

დადგენილება 94

               2011 წლის 25 თებერვალი               

ქ. ქუთაისი      

„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2011 წლის ბიუჯეტის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 15 დეკემბრის                       №57 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2011 წლის ბიუჯეტის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 15 დეკემბრის №57 დადგენილებაში /რომელიც გამოქვეყნებულია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში 2010 წლის 31 დეკემბერს/ შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ, დადგენილებით დამტკიცებულ №3-3 დანართში /თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საბინაო – კომუნალური მეურნეობის განვითარების პროგრამები/, საპროექტო სახარჯთაღრიცხვო სამუშაოების პროგრამაში და დამტკიცდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                            ა. ხვადაგიანი

დანართი №3-3

1. პროგრამის დასახელება: საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოების პროგრამა

2. პროგრამის განხორციელების ვადები: 1 იანვარი 2011 წელი

                                                      31 დეკემბერი 2011 წელი

3. პროგრამის დაფინანსების წყარო: ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტი

4. პროგრამის ბიუჯეტი: 290 000 (ორასოთხმოცდაათიათასი)ლარი.

5. პროგრამის მიზანი: როგორც წესი, ყველა სამშენებლო სამუშაოზე აუცილებელია პროექტების დამუშავება, რომელიც ითვალისწინებს მშენებლობის დაწყებამდე იცოდე რა კეთდება, როგორი გეგმარება და ფასადები აქვს, დაპროექტებით ისაზღვრება მშენებლობის ღირებულებაც.

6. განსახორციელებელი ღონისძიებები: ობიექტების პროექტის დამუშავებამდე უნდა შედგეს შენობის, თუ სხვა არსებული ობიექტის დათვალიერების აქტი და დავალება დაპროექტებაზე, სადაც გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა საჭირო ღონისძიება. ახალი მშენებლობისათვის კი, საჭიროა მხოლოდ დავალება და საპროექტო სიმძლავრის მითითება.

საპროექტო ობიექტების ნუსხა /ცხრილი/დანართს თან ერთვის.

7. პროგრამის ხარჯთაღრიცხვა: ქალაქში არსებული შესაკეთებელი ობიექტების აღრიცხვა-დაპროექტების (მათ შორის: „პრომეთეს მღვიმე, ქუჩები, გარე განათება, ბაღები, სკვერები, შადრევნები, ფასადები, სახურავები და გარე კეთილმოწყობის სხვადასხვა ობიექტები) ხარჯები -290 000 ლარი.

8. მოსალოდნელი შედეგი: პროექტების დამუშავების შემთხვევაში ყოველგვარი მოულოდნელობები გამორიცხულია, რადგან პროექტის განხილვის დროს, საპროექტო ორგანიზაციას ეძლევა ყველა სახის შენიშვნის გამოსწორების საშუალება.

9. შეფასების კრიტერიუმები: პროექტის მიხედვით შესრულებული სამუშაოები ჯდება არსებულ გარემოში, აუმჯობესებს მის იერსახეს და მოსახლეობისათვის ადვილად მისაღები ხდება.

10. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო: ქალაქ ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური.

საკრებულოს თავმჯდომარე                            ა.ხვადაგიანი

 

ცხრილი

საპროექტო ობიექტების ნუსხა

1. გზების კაპიტალური შეკეთების პროექტი.

2. მიწისქვეშა კომუნიკაციების (წყალსადენი, ღვარსადენი და საკანალიზაციო სისტემები) კაპიტალური შეკეთებისა და ახალი სისტემების მოწყობის პროექტი.

3. გარე განათების ობიექტების მოწყობის პროექტი.

4. შუქნიშნების ობიექტების მოწყობის პროექტი.

5. მინი-სპორტული მოედნების მოწყობის პროექტი.

6. საბავშვო ბაღებში ატრაქციონების მონტაჟის პროექტი.

7. საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის კეთილმოწყობის მეორე ეტაპის პროექტი.

8. „პრომეთეს“ მღვიმს კეთილმოწყობის პროექტი.