„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 ოქტომბრის N10 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 ოქტომბრის N10 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები ხობის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/02/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110307101, 21/03/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.106.016016
  • Word
23
25/02/2011
ვებგვერდი, 110307101, 21/03/2011
010260020.35.106.016016
„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 ოქტომბრის N10 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
ხობის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება N23

2011 წლის 25 თებერვალი

ქ. ხობი

„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 ოქტომბრის №10 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებსაქართველოს ორგანული კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 ოქტომბრის 10 დადგენილებაში („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ 42 22.10.2010 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) დადგენილების დანართის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „უ) ქმნის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიას, ხელმძღვანელობს მას, ან ნიშნავს მის ხელმძღვანელს; ელექტრონული ტენდერისა და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შედეგების საფუძველზე, სატენდერო კომისიის მიერ წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად, დებს ხელშეკრულებებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულთან;“;

ბ) დადგენილების დანართის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ვ) თანამდებობრივად არის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის წევრი; დებს ხელშეკრულებებს გამარტივებულ შესყიდვებზე;“;

 გ) დადგენილების დანართის მე-10 მუხლის პირველი ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამგებელს ჰყავს სამი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.“;

დ) დადგენილების დანართის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) ზედამხედველობის სამსახური.“;

ე) დადგენილების დანართის მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „71“ პუნქტი:

„71. ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის არქიტექტურულ-სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე და აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით დადგენილ ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე.“.

2. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                 მ. ჭოხონელიძე