დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის N17 დადგენილებაში – „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების (ადმინისტრაციული დაპირება) ფორმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110307096, 22/03/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040110030.35.114.016047 |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №25
2011 წლის 28 თებერვალი
დ. ჩოხატაური
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №17 დადგენილებაში – „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების (ადმინისტრაციული დაპირება) ფორმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა:
1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №17 დადგენილების – „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების (ადმინისტრაციული დაპირება) ფორმის დამტკიცების შესახებ“ მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 11 ივლისის №129 დადგენილება – „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისა და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ“ და 2010 წლის 25 ნოემბრის №15 დადგენილება „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ხელშეკრულება) ფორმის დამტკიცების შესახებ“.
2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №17 დადგენილებით – „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების (ადმინისტრაციული დაპირება) ფორმის დამტკიცების შესახებ“ დამტკიცებული დანართების ტექსტში სიტყვები „სამეწარმეო რეესტრი“ შეიცვალოს სიტყვებით „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი“.
3. დადგენილება ძალაშია არსებული წესით გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. ხუნდაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები