ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №13 დადგენილებაში –„ჩოხატაურის მუნციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესების შესახებ“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №13 დადგენილებაში –„ჩოხატაურის მუნციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესების შესახებ“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/02/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110307095, 22/03/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 05/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 040110030.35.114.016046
  • Word
24
28/02/2011
ვებგვერდი, 110307095, 22/03/2011
040110030.35.114.016046
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №13 დადგენილებაში –„ჩოხატაურის მუნციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესების შესახებ“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24

2011 წლის 28 თებერვალი

დ. ჩოხატაური

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №13 დადგენილებაში ჩოხატაურის მუნციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესების შესახებ“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა:

1. ჩოხატაურის მუნციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №13 დადგენილებაში –„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესების შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1.1 დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) 18-დან 60 წლამდე ასაკის იმ პირებისათვის სასწრაფო სამედიცინო სტაციონა მომსახურებაზე და მედიკამენტების შესაძენად დახმარება, რომლებიც არ ფინანსდებიან სახელმწიფო პროგრამით“.

1.2 დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით ჩამოყალბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) 3-დან 18 წლამდე ასაკის იმ პირებისათვის სასწრაფო სამედიცინო სტაციონარულ მომსახურებაზე და მედიკამენტების შესაძენად დახმარება“.

1.3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პირის ოჯახის წევრებად ჩაითვლება: ა) მშობელი, ბ) შვილი (გერი), გ) მეუღლე, დ) და-ძმა, ე) ბებია-ბაბუა, ვ) კანონიერი მეურვე“.

1.4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-14 მუხლის სათაური ჩამოყალბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. მხოლოდ ლტოლვილი  დედ-მამით ობოლი სტუდენტის დახმარება“.

1.5 დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ლტოლვილთა დახმარების პროგრამა ერთ-ერთი ქვეპროგრამის სახით მოიცავს მხოლოდ ლტოლვილი დედ-მამით ობოლი სტუდენტის ყოველთვიურ ფულად დახმარებას“.

1.6 დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დახმარება გაიცემა ჩოხატაურს მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე, 2 000 (ორი ათასი) ლარამდე ოდენობით ერთჯერადად, ხოლო ბინის ქირის ხარჯი ყოველთვიურად არა უმეტეს 100 (ასი) ლარისა 1 წლის განმავლობაში“.

1.7 დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-18 მუხლის სათაური ჩამოყალბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 18. 18-დან 60 წლამდე ასაკის იმ პირებისათვის სასაწრაფო სამედიცინო სტაციონა მომსახურებაზე და მედიკამენტების შესაძენად დახმარება, რომლებიც არ ფინანსდებიან სახელმწიფო პროგრამით“.

1.8. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალბდეს შემდეგი რედაქციით: „1. 18-დან 60 წლამდე ასაკის იმ პირს, რომელიც საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო  სტაციონალურ მომსახურებას, მედიკამენტების შეძენას, მაგრამ არ ექვემდებარება სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებას, რეგისტრირებულნი არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩოხატაურის განყოფილებაში და რომელთა სარეიტინგო ქულაა 70 000 და არ აღემატება 120 000-ს, უფლება აქვთ მოითხოვონ  დახმარება“.

1.9 დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დახმარება გაიცემა სასწრაფო შემთხვევაში 40%-ის თანადაფინანსებით, მაგრამ არა უმეტეს 300 (სამასი) ლარისა, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში კი – არა უმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა. (სამედიცინო სტაციონა მომსახურება 3 000 (სამი ათას) ლარს ზევით)“.

1.10. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-18 მუხლის 4 პუნქტს დაემატოს ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  „ა) მედიკამენტების შესაძენი თანხა ჩაერიცხება შესაბამის სააფთიაქო დაწესებულებას წარმოდგენილ ანგარიშფაქტურისა და სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ ფორმა №100-ის საფუძველზე არა უმეტეს 100 (ასი) ლარისა“.

1.11. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-19 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 19. 3-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვების სასწრაფო სამედიცინო სტაციონა მომსახურებას და მედიკამენტების შესაძენად დახმარება“.

1.12. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. 3-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებიც საჭიროებენ სასწრაფო სამედიცინო სტაციონალურ მომსახურებას, მედიკამენტების შეძენას, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულნი არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩოხატაურის განყოფილებაში და რომელთა სარეიტინგო ქულაა 70 000 და არ აღემატება 120000-ს, უფლება აქვთ მოითხოვონ  დახმარება“.

1.13. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს „ა)“ ქვეპუნქტი და ჩამოყალბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მედიკამენტების შესაძენი თანხა ჩაერიცხება შესაბამის სააფთიაქო დაწესებულების წარმოდგენილ ანგარიშფაქტურისა და სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ ფორმა №100-ის საფუძველზე არა უმეტეს 100 (ასი) ლარისა.

1.14. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 თავს დაემატოს მე-191 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 191    დიდი სამამულო ომის ვეტერანებზე სამედიცინო სტაციონარული დახმარება, რომლებიც არ იღებენ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ დახმარებას

1. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან

დ) სამედიცინო დაწესებულების მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშფაქტურა;

ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩოხატაურის განყოფილებიდან სარეიტინგო ქულის შესახებ;

ვ) დიდი სამამულო ომის ვეტერანის მოწმობის ასლი.

2. დახმარება სამედიცინო სტაციონა მომსახურებაზე გაიცეს თითოეულ ვეტერანზე 300 (სამასი) ლარი.

3. თანხა ჩაერიცხოს შესაბამის სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.“.

1.15. დადგენილებით დამტკიცებული დანართის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოსულ განცხადებებს განიხილავს სოციალურ საკითხთა სამსახური“.

1.16. დადგენილებით დამტკიცებული დანართის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამსახურის დასკვნის საფუძველზე მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი (ბრძანებით)  გაიცემა სოციალური დახმარებები“.

1.17. დადგენილებით დამტკიცებული დანართის 22-ე მუხლიდან ამოღებულ იქნს „მე-3 და   მე-4 პუნქტი.

1.18. დადგენილებით დამტკიცებული დანართის 26-ე მუხლში სიტყვა „ბუღალტერიაში“ შეიცვალოს სიტყვებით: „საფინანსო სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილებაში“.

1.19. დადგენილებით დამტკიცებული დანართის 26-ე მუხლში სიტყვა „ბუღალტერია“ შეიცვალოს სიტყვებით: „საფინანსო სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილება“.

2. დადგენილება ძალაშია არსებული წესით გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე      ა. ხუნდაძე