ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ

  • Word
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/02/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110307094, 22/03/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 06/04/2011
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.114.016045
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
23
28/02/2011
ვებგვერდი, 110307094, 22/03/2011
200130000.35.114.016045
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (22/03/2011 - 28/03/2011)

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2011 წლის 28 თებერვალი

დ. ჩოხატაური

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „მ” ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1. ქონების გადასახადი

1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს ქონების გადასახადი;

    მუხლი 2. სოფლების კატეგორიები

დამტკიცდეს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების კატეგორიები მიწის ხარისხის შესაბამისად:

ა) კარგი ხარისხის: დაბა ჩოხატაური, გოგოლესუბანი, შუაგანახლება, განახლება, სამება, ზომლეთი, ქვენობანი, ბუკნარი, ბასილეთი, ბუკისციხე, იანეული, გორაბერეჟოული, საჭამიასერი;

ბ) მწირი ხარისხის: გუთური, ფარცხმა, შუაფარცხმა, ჩაისუბანი, ინტაბუეთი, ხიდისთავი, ჭაჭიეთი, ახალშენი, ქვემოერკეთი-ერკეთი, ზემოხეთი, დიდივანი, შუასურები, ზემოსურები, ხევი, ნაბეღლავი, ქვაბღა, ზოტი, დაბლაციხე, კოხნარი, ბურნათი, წიფნარი.

    მუხლი 3. გადასახადის გადამხდელი

1. ქონების გადასახადის გადამხდელია პირი, რომელსაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე:

ა) ქონების გადასახადის გადამხდელია პირი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე საკუთრებაში ან არარეზიდენტისაგან ლიზინგით სარგებლობაში აქვს ამ გადასახადით დაბეგვრის ობიექტი;

ბ) კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა (ფაქტობრივ მფლობელობაში იგულისხმება მიწის ფაქტობრივი ფლობა ან მიწის სარგებლობა. გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მიწის ფლობისა და მიწით კანონიერი სარგებლობისა);

გ) ფაქტობრივ მფლობელობაში ან/და სარგებლობაში აქვს გარდაცვლილი პირის საკუთრებაში რიცხული ამ ამ გადასახადით დაბეგვრის ობიექტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ფაქტობრივი მფლობელის მიერ ქონებით სარგებლობა ხორციელდება იჯარით, ქირით, უზუფრუქტით ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.

    მუხლი 4. გადასახადით დაბეგვრის ობიექტი

1. საქართველოს საწარმოსათვის ქონების, გარდა მიწისა, გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები (გარდა ბიოლოგიური აქტივებისა და საქართველოს რეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებული ქონებისა), დაუმონტაჟებელი მოწყობილობები, დაუმთავრებელი მშენებლობა და არამატერიალუირი აქტივები, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონება.

2. უცხოური საწარმოსათვის ქონების, გარდა მიწისა, გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქონება (მათ შორის, რეზიდენტი პირისათვის იჯარით, ქირით, უზუფრუქტით და სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულებების საფუძველზე გაცემული ან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ქონება).

3. ორგანიზაციისათვის ქონების, გარდა მიწისა, გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მის ბალანსზე რიცხული ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქონება ან ქონების ნაწილი, რომელიც გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის.

4. ფიზიკური პირისათვის ქონების გარდა, მიწის გადასახადის დაბეგვრის ობიექტია მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (შენობა-ნაგებობები ან მათი ნაწილი), დაუმთავრებელი მშენებლობა ან/და იახტები (კატარღები), თვითმფრინავები, შვეულმფრენები, აგრეთვე არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებული ქონება ან/და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები (გარდა ბიოლოგიური აქტივებისა და საქართველოს რეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებული ქონებისა), დაუმონტაჟებელი მოწყობილობები და არამატერიალური აქტივები, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონება.

5. საქართველოს ან უცხოური საწარმოსათვის, ორგანიზაციისათვის ან/და ფიზიკური პირისთვის გადასახადით დაბეგვრის ობიექტია საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით – საკუთრება:

ა) საკუთრებაში არსებული მიწა.

ბ) კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში მყოფი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა;

6. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტითა და მეორე პუნქტის განსაზღვრული პირებისათვის დაბეგვრის ობიექტად განიხილება ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული შესაბამისი ქონება.

    მუხლი 5. გადასახადის განაკვეთები

1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის განაკვეთები დადგინდეს ღირებულების 1%-ის ოდენობით. ამ პუნქტის მიზნებისაათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით). ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში უნდა გაიზარდოს;

ა) 2000 წლამდე შესყიდულ აქტივებზე – 3-ჯერ;

ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე შესყიდულ აქტივებზე – 2-ჯერ;

გ) 2004 წელს შესყიდულ აქტივებზე – 1,5-ჯერ;

დ) იმ აქტივებზე, რომელთა შესყიდვის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით, ხოლო საწარმოსათვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1%-ის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება არის ქონების გაცემის მომენტისათვის არსებული ღირებულება, ხოლო ყოველი მომდევნო წლისთვის ქონების ღირებულებად მიიჩნევა აღნიშნული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება, რომელიც ამ ქონებას ექნებოდა ლიზინგით არგაცემის შემთხვევაში.

2. დადგენილების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ დაბეგვრის ობიექტებზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით, ფიზიკური პირისთვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელს ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვროს:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2 პროცენტისა;

ბ) 100 000 ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის ქონების საბაზრო ღირებულების 0,8 პროცენტისა.

3. დადგენილების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ პირთათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთი დიფერენცირებულია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა მიწის ხარისხის მიხედვით და დგინდება 1 ჰა-ზე გაანგარიშებით ლარებში.

 

 

მიწის კატეგორიები

გადასახადის განაკვეთები

ლარი/ჰა

კარგ მიწაზე

მწირ მიწაზე

1

სახნავ მიწებზე

56

51

2

მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებულ მიწებზე

56

51

3

საკარმიდამო მიწებზე

56

51

 

სათიბებისა და საძოვრების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:

ა) გაკულტურებულ სათიბზე – 19 ლარი;

ბ) გაუკულტურებელ სათიბზე – 15 ლარი;

გ) გაკულტურებულ საძოვარზე – 16 ლარი;

ბ) გაუკულტურებელ საძოვარზე – 10 ლარი.

4. ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების 1 ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი.

    მუხლი 6

ძალადაკარგულად ჩაითვალოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 აპრილის დადგენილება №206 – „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შესახებ“.

    მუხლი 7

დადგენილება ძალაშია არსებული წესით გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე        ა. ხუნდაძე