დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასის ოდენობის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110307092, 22/03/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040110030.35.114.016043 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (22/03/2011 - 31/08/2015)
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №21
2011 წლის 28 თებერვალი
დ. ჩოხატაური
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ქ” ქვეპუნქტის ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის 192 მუხლისა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულების შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა:
1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასის ოდენობა განისაზღვროს:
ა) ბალანსმფლობელის (მოსარგებლის) მიერ მოწოდებული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულების გათვალისწინებით;
ბ) დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) შესაბამისი დასკვნის საფუძველზე.
2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასის ოდენობა განისაზღვროს:
ა) ნარჩენი საბალანსო ღირებულების გათვალისწინებით;
ბ) დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) შესაბამისი დასკვნის საფუძველზე.
3. დადგენილება ძალაშია არსებული წესით გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. ხუნდაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები