დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110307091, 22/03/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/05/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200130000.35.114.016042 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (22/03/2011 - 30/04/2012)
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20
2011 წლის 28 თებერვალი
დ. ჩოხატაური
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
„ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ ქ” ქვეპუნქტის, „ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის 195 მუხლისა და „ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის № 1-1/1476 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა:
1. ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე დაბასა და სოფლებში მოქმედი ნორმატიული ფასის 50%;
ბ) უძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს ნივთის საბაზრო ღირებულების 10%-ით;
გ) მოძრავი ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასის ან/და დამოუკიდებელი აუდიტის (შემფასებელი ექსპერტი) სათანადო დასკვნის საფუძველზე ღირებულების 5 % , ამასთან, შენობა-ნაგებობის საპრივატიზებო ფასის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული იმ მიწის ნორმატიული ფასიც, რომელზეც დგას შესაბამისი შენობა-ნაგებობა.
2. დადგენილება ძალაშია არსებული წესით გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. ხუნდაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები