დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმებისა და აღრიცხვა – ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე. | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110307089, 18/03/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/05/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020080160.35.104.016055 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (18/03/2011 - 25/08/2011)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №9
2011 წლის 25 თებერვალი
ქ. წალენჯიხა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დამტკიცდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა დანართი №1.
2. დამტკიცდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესი დანართი №2-ის შესაბამისად.
3. დადგენილება ძალაშია კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე კ. ციმინტია
დანართი №1

ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის
ზედამხედველობის სამსახური
მისამართი: ქ. წალენჯიხა, კ. სალიას ქ. №5. ტელ : 899 11 80 49; 877 95 92 64
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმი №
ოქმის შედგენის თარიღი „ . . . . .” . . . . . . . . . . . . . . . 20 . . წ. ოქმის შედგენის ადგილი . . . . . . . . . . . . . . . . .
ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილმა პირმა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
(თანამდებობა, სახელი, გვარი)
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 51111 53 111 601 1191 1461 148 149 151 152 15211 მუხლების შესაბამისად,
შევადგინეთ ეს ოქმი მასზე, რომ 20 . . წლის ”. . .” . . . . . . . . . . . . . . . . . . გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი შემდეგ მისამართზე: . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
(ფიზიკური ან იურიდიული პირის სრული დასახელება, მისი წარმომადგენლობის თანამდებობა, სახელი, გვარი,პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის დასახელება, მისი გაცემის ვინაობა და გაცემის თარიღი)
პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, რომლის თაობაზე შედგენილია ეს ოქმი, განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის . . . . . . . . მუხლითა და 240-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად. სამართალდარღვევის ჩამდებს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით განსაზღრული მისი უფლებები და მოვალეობები. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მოწმეები არიან (თუ მოწმეები არ არიან, კეთდება შესაბამისი აღნიშვნა)
1. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
(სახელი, გვარი, საცხოვრებელი მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დასახელება, მისი გამცემის ვინაობა და გაცემის თარიღი)
2. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
(სახელი, გვარი, საცხოვრებელი მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დასახელება, მისი გაცემის ვინაობა და გაცემის თარიღი)
ოქმს ერთვის/არ ერთვის სამართალდარღვევის ჩამდენის ახსნა-განმარტება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ხ ე ლ მ ო წ ე რ ე ბ ი :
ოქმი შევადგინე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
სამართალდამრღვევი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მოწმეები: 1 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ოქმს გავეცანი, ასლი ჩავიბარე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
შენიშვნა: . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
დანართი №2
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
მუხლი 1
1. აღნიშნული წესი შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმის შესახებ” საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმის (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს № 699 ბრძანების საფუძველზე.
2. აღნიშნული წესის მიზანია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მკაცრი აღრიცხვის ფორმის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის გამოყენებისა და მისი აღრიცხავა-წარმოების დარეგულირება.
მუხლი 2
1. პოლიგრაფიული საწარმო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ახდენს მკაცრი აღრიცხვის ფორმის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სტამბური წესით ბეჭდვას (შესაბამისი დამცავი ნიშნების გათვალისწინებით).
2. პოლიგრაფიული საწარმოს მიერ სტამბური წესით დაბეჭდილი ფორმის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩაბარების უფლება აქვს საამისოდ აღჭურვილ პირს.
3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმების მიღება-ჩაბარებაზე პასუხისმგებელი პირი ინახავს დაზიანებისა და გარეშე პირთაგან დაცულ სათავსში.
მუხლი 3
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილი სპეციალისტი, საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე, წარუდგენს კანონმდებლობით დადგენილ იურიდიულ პირს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს შემოსავლის და გასავლის ჟურნალში სათანადო აღნიშვნისა და ხელმოწერის შემდეგ.
მუხლი 4
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის მიღება, აღრიცხვა და გაცემა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს № 699 ბრძანებისა და ამ წესის შესაბამისად, ნებართვის ფორმის მიღებისა და გაცემის რაოდენობრივი აღრიცხვა-წარმოების მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის შემოსავლისა და გასავლის ჟურნალში.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემოსავლისა და გასავლის ჟურნალი უნდა იყოს სათანადო წესით დანომრილი, აკინძული, ზონარგაყრილი და ბეჭედდასმული, ჯურნალი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით გამოყენებული და გაფუჭებული ფორმები ბარდება მათ მიღება-ჩაბარებაზე პასუხისმგებელ პირს, რის შესახებ ჟურნალში კეთდება სათანადო ჩანაწერი.
4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის გაფუჭებისა ან/და დაზიანების შემთხვევაში შესაბამისი პირი ფორმას თან ურთავს ახსნა განმარტების ბარათს, რაზედაც დგება სათანადო აქტი.
მუხლი 5
„მკაცრი აღრიცხვის ფორმის შესახებ” საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმის (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №699 ბრძანებისა და წინამდებარე წესის დამრღვევი პასუხს აგებს კანონით დადგენილი წესით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები