"წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №28 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ.

  • Word
"წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №28 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ.
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/02/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110307087, 18/03/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 05/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016053
  • Word
7
25/02/2011
ვებგვერდი, 110307087, 18/03/2011
010260020.35.104.016053
"წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №28 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადაგენილება  №7

2011 წლის 25 თებერვალი

ქ. წალენჯიხა 

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის        29 ოქტომბრის № 28 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ

  მუხლი 1

  „ნორამტიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №28 დადგენილებით (სსმ V, 29.11.2010 წ., №56, მუხ.1659) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „გ” ქვეპუნქტი:

„გ) განათლების განყოფილება”

2. დებულებას დაემატოს 51 მუხლი:

     „მუხლი 5.1 სამსახურის განათლების განყოფილება

სამსახურის განათლების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

 ა) განათლების სფეროში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას;

 ბ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე განლაგებული სასკოლო, საგანმანათლებლო დაწესებულებების, თვითმმართველი ერთეულის დაფინანსებაზე მყოფი განათლების ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვას და მათი განხორციელების კოორდინაციას;

 გ) განათლების სფეროში მუნიციპალური პროგრამების მომზადებასა და მისი განხორციელების კოორდინაციას;

 დ) ახალი სასწავლო წლისათვის და ზამთრის სეზონისათვის შესაბამის სამუშაოთა მომზადების ორგანიზებასა და კოორდინაციას;

 ე) საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად სახელოვნებო განათლების კოორდინაციას;

 ვ) განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვთა და შემოქმედთა მხარდაჭერას, შესაბამისი გარემოს შექმნას და მათი საქმიანობის პოპულარიზაციას;

 ზ) ბავშვებსა და ახალგაზრდებს შორის დამნაშავეობისა და სამართალდარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების შესამუშავებლად სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისათვის ხელშეწყობას;

 თ) შესაბამისი პროფილის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობას და თანამშრომლობის განმტკიცებას”.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს, კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

 საკრებულოს თავმჯდომარე              კ. ციმინტია