"წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ". წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №24 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
"წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ". წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №24 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/02/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110307086, 18/03/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 05/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016052
  • Word
6
25/02/2011
ვებგვერდი, 110307086, 18/03/2011
010260020.35.104.016052
"წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ". წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №24 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2011 წლის 25 თებერვალი

ქ. წალენჯიხა                                                

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის № 24 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი1

„ნორამტიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №24 დადგენილებით (სსმ V, 29.11.2010წ., №56,მუხ.1655) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. დებულების მე- 2 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, განყოფილებებისა და საჯარო მოხე-ლეებისაგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების  ადმინისტრირების განყოფილება;

ბ) ეკონომიკური განვითარების დაგეგმარების, ქონების მართვისა და სტატისტიკური აღრიცხვის განყოფილება”.

2. დებულებას დაემატოს 4 1 მუხლი.

 „მუხლი 41. სამსახურის ეკონომიკური განვითარების დაგეგმარების, ქონების მართვისა და სტატისტიკური აღრიცხვის განყოფილება

 სამსახურის ეკონომიკური განვითარების,  ქონების მართვისა და სტატისტიკური აღრიცხვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;

ბ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების  მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

გ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე;

დ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საწარმოთა წილების, ფასიანი ქაღალდებისა, აქციების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას;

ე) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე;

ვ) სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას;

ზ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციების მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხზე;

თ) ზედამხედველობას მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე;

ი) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელებას;“.

    მუხლი 2

 ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე              კ. ციმინტია