დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ. | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110307085, 18/03/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200140030.35.104.016051 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (18/03/2011 - 28/04/2011)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტისსაკრებულოს
დადგენილება №5
2011 წლის 25 თებერვალი
ქ. წალენჯიხა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 181 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დადგინდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართის შესაბამისად.
2. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის №6 დადგენილება „ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის შესახებ“.
3. დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე კ. ციმინტია
დანართი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ. მეტრი მიწის ნორმატიული ფასი / შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“/ დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
Cn= IMG x I TL x C x K სადაც:
Cn არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი.
IMG არის წალენჯიხის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0.37-ს.
I TL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს /რადგან წალენჯიხაში ზონირება არ ხორციელდება/
C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვარდატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0.24 ლარს.
K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 100-ს.
2. პირველი პუნქტის მიხედვით წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ. მეტრის მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
ა) ქ. წალენჯიხის და ქ. ჯვარის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს:
| IMG | I TL | C | K | Cn /ლარი/ |
| 0.37 | 1 | 0.24 | 100 | 8.88 |
ბ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თემებში და სოფელში – ამ დადგენილების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით / 4.44 ლარი/.
გ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში – ამ დადგენილების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით /2.66 ლარი/;
დ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასახლებებში (გარდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისა) გამავალი შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მ. რადიუსში (ორივე მხარეს) მდებარე არეალში – ამ დადგენილების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ფასის 55%-ის ოდენობით / 4.80 ლარი/;
ე) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებით განსაზღვრულ შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში /თითოეულ მხარეს/ – ამ დადგენილების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ფასის 55%-ის ოდენობით / 4.80 ლარი/;
ვ) სოფ. ჯგალის სქურის უბანში – ამ დადგენილების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ფასის 80%-ის ოდენობით / 7.10 ლარი/.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები