"ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ" ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 დეკემბრის №54 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
"ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ" ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 დეკემბრის №54 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები ხულოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/02/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110307075, 22/03/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 30/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.136.016052
  • Word
13
25/02/2011
ვებგვერდი, 110307075, 22/03/2011
210020010.35.136.016052
"ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ" ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 დეკემბრის №54 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ხულოს მუნიციპალიტეტი

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2011 წლის 25 თებერვალი

დ. ხულო

„ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 დეკემბრის №54 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

„ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 დეკემბრის №54 დადგენილებაში (სსმ, №72, 31.12.2010 წ., გვ. 417-419) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „წარმოდგენილი ინსტრუქცია „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“, „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ და „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად განსაზღვრავს კანონით დადგენილ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით დაწესებული მოსაკრებლის სახეებსა და განაკვეთებს, გადახდის წესსა და ვადებს“.

2. ამოღებულ იქნეს დადგენილების პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი.

3. დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ლატარიის მომწყობი პირები (ორგანიზატორები), რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ეროვნული ლატარიის ფონდის მიერ ორგანიზებულ ტენდერში გამარჯვებული პირის გამოვლენის დღიდან თავისუფლდებიან ლატარიასთან დაკავშირებული მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან“.

4. ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი.

5. ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

     საკრებულოს თავმჯდომარე          ნ. თავართქილაძე